რუსულმა ძალებმა 7 ივნისის ღამეს კიევის ოლქში გამოყენებული ბირთვული საწვავის ცენტრალიზებულ საცავს დაარტყეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია კომპანია "ენერგოატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ხანძარი 40 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო და ჩააქრეს. "ენერგოატომში“ აცხადებენ, რომ გამოყენებული ბირთვული საწვავის ცენტრალიზებულ საცავის ტერიტორიაზე რადიაციის დონე ნორმის ფარგლებში რჩება.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა.
"კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი და რუსეთის უკიდურესად ფლიდი დარტყმა. რუსეთმა განზრახ დაუმიზნა ამ კონკრეტულ ბირთვულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს. ამჟამად, რადიაციის დონე არ აღემატება ფონურ რადიაციის დონეს. უკრაინელმა მაშველებმა დარტყმის შემდეგ ამ ობიექტზე ხანძარი ჩააქრეს. მსოფლიოს მხრიდან ახალი რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რათა რუსებმა იგრძნონ, რომ მათი ტერორისტული ომი დარტყმაა თავად რუსეთისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.