ავტორი:

“გარდაცვლილია, ჩვენი მეზობელი ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი ცოლ-ქმარი... ასევე ერთი გოგონა, დედა ემიგრაციაშია“ - რა ხდება ცნობილი სოფელ დიდგორთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა

“გარდაცვლილია, ჩვენი მეზობელი ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი ცოლ-ქმარი... ასევე ერთი გოგონა, დედა ემიგრაციაშია“ - რა ხდება ცნობილი სოფელ დიდგორთან მომხდარ ავარიაზე, რომელსაც 5 ადამიანი ემსხვერპლა

სოფელ დიდგორის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც “კვირის პალიტრა“ წერს, გუშინ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი.

  • გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.

“ამ დიდი ტრაგედიის შესახებ დღეს შევიტყვეთ, ჩვენს კორპუსში ცხოვრობდა ულამაზესი ცოლ-ქმარი, რომლებსაც თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. გუშინ მეგობრებთან ერთად წასულან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, თურმე სამსახურიდან წასულა ერთი თანამშრომელი და გაცილების სუფრა უნდა გაეშალათ, ერთმანეთის მეგობრები არიან როგორც ვიცით. ორი წყვილი ცოლ-ქმარია გარდაცვლილი, ჩვენი მეზობელი ცოლ-ქმარი და კიდევ ერთი წყვილი, ცოლ-ქმარი, მათ თურმე ორი შვილი დარჩათ. გარდაცვლილია ასევე ერთი გოგონა, ხოლო ერთი ბიჭი კლინიკაშია გადაყვანილი.

მერე გარდაცვლილი ბიჭის მამა მოვიდა, ამ ბიჭს დედა გარდაცვლილი ჰყოლია, როგორც გავიგე, გარდაცვლილი გოგოს დედა ემიგრაციაშია და იქ გაიგებს ამ საშინელ ამბავს. ძალიან განვიცდით ყველანი, ვინც ვიცნობდით მათ, მომხდარს. განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ასევე: