ავტორი:

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და საარჩევნო უბნები დაიხურა

სომხეთში საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულდა.

ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები დაიხურა და შედეგების დათვლის პროცესი დაიწყება.

21:00 საათზე ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა აქტივობის საბოლოო მაჩვენებელს გამოაქვეყნებს.

მედიის ცნობით, შუაღამისას შედეგების გამოქვეყნება დაიწყება.

7 ივნისს, სომხეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც 18 პოლიტიკური ძალა მონაწილეობს - 2 ბლოკი და 16 პარტია. ხმის მიცემის უფლება სულ 2,485,851 მოქალაქეს აქვს.

სომხეთის პარლამენტი პროპორციული სისტემით, ანუ მხოლოდ პარტიული სიებით ირჩევა. სომხეთის ეროვნული ასამბლეის მე-9 მოწვევის ადგილებისთვის თვრამეტი პოლიტიკური ძალა - 16 პარტია და 2 პარტიული ბლოკი იბრძვის. პარლამენტში მოსახვედრად ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის - 8%.

დასავლური მედია წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველ პარტიას „სამოქალაქო კონტრაქტი“, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი გამოწვევა სამი ძირითადი ოპოზიციური ბლოკისგან შეხვდება: „ძლიერი სომხეთის ალიანსი“, რომელსაც მხარს უჭერს რუსი-სომეხი მილიარდერი სამველ კარაპეტიანი; „სომხეთის ალიანსი“, ყოფილი პრეზიდენტის რობერტ კოჩარიანის ხელმძღვანელობით და „აყვავებული სომხეთის პარტია“, რომელსაც ხელმძღვანელობს ბიზნესმენი გაგიკ ცარუკიანი.