ელტონ ჯონი იტალიის პოლიციამ გაჩხრიკა - რა მოხდა აეროპორტში: მედია დეტალებს წერს

ელტონ ჯონი იტალიის პოლიციამ გაჩხრიკა - რა მოხდა აეროპორტში: მედია დეტალებს წერს

ლეგენდარული მუსიკოსი ელტონ ჯონი იტალიის პოლიციამ აეროპორტში გაჩხრიკა იმ დროს, როცა ის სიცილიიდან დუა ლიპასა და კალუმ ტერნერის ქორწილში დასასწრებად მიფრინავდა. ეს კი იმით ახსნეს, რომ იტალიის აეროპორტს მკაცრი პროტოკოლი აქვს.

79 წლის მომღერალი დაცვის სამსახურის ოფისში მის მეუღლესთან, დევიდ ფერნიშთან ერთად ხელჩაკიდებული შევიდა. საბედნიეროდ, ელტონ ჯონს პრობლემა არ შექმნია და ის მალევე პალერმოს აეროპორტში, კერძო თვითმფრინავში აღმოჩნდა და ქორწილშიც დროულად გაემგზავრა.

ელტონმა დუა ლიპას და კალუმ ტერნერის პომპეზურ და ძვირადღირებულ ქორწილში მისი პოპულარული ჰიტი, Your Song შეასრულა, რა დროსაც წყვილმა სამუდამო ერთგულების ფიცი დადო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაქირავებული კერძო თვითმფრინავი, რომლითაც ელტონ ჯონი ქორწილამდე და ქორწილის შემდეგ მგზავრობდა, საათში $11 000 ღირს. სტუმრების თქმით, მომღერალი ქორწილში დიდ ხანს არ გაჩერებულა და ცერემონიის დასრულებიდან მალევე დატოვა წვეულება, რომელიც 1.5 მილიონი ევრო დაჯდა და 3 დღე გაგრძელდა.

dailymail.com

მოამზადა: ანა სიბოშვილმა