“პალიტრანიუსისა" და ambebi.ge-ს ერთობლივი პროექტის “სახალხო ინტერვიუს“ მორიგი სტუმარია მსახიობი რუსკა მაყაშვილი.
საშუალება გაქვთ, დაუსვათ შეკითხვა სპეციალურად შერჩეულ რესპონდენტს, როგორც ambebi.ge-ს საიტზე კომენტარების ველში, ასევე ჩვენს ფეისბუქგვერდზე, ამ პოსტის კომენტარებში და გამოგვიგზავნოთ სოციალურ ქსელში ვიდეო შეკითხვებიც.
პასუხებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიიღებთ, როგორც ambebi.ge- ზე, ასევე “პალიტრანიუსის“ სატელევიზიო ეთერით. იაქტიურეთ, საინტერესო ადამიანთან შეკითხვის დასმის საშუალება გეძლევათ.
თქვენს შეკითხვებს უპასუხებს მსახიობი რუსკა მაყაშვილი.