ავტორი:

ტრაგედია გურიაში: 40-წლამდე მამაკაცი იმ დროს დაიღუპა, როცა მდინარეში შესული შვილის გადარჩენას ცდილობდა - მას 5 შვილი დარჩა

ტრაგედია გურიაში: 40-წლამდე მამაკაცი იმ დროს დაიღუპა, როცა მდინარეში შესული შვილის გადარჩენას ცდილობდა - მას 5 შვილი დარჩა

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურში. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ჩოხატაურის ერთ-ერთ სოფელში, 40 წლამდე კაცი ტრაგიკულად დაიღუპა.

  • როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემას უყვება, ახალგაზრდა ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად მდინარეზე იმყოფებოდა სათევზაოდ, რა დროსაც ბავშვს ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა. გარდაცვლილი მამაკაცი მალხაზ შავაძეა.

“პატარა წყალში ჩავარდა, გადამხტარა მდინარეში, თავი ქვაზე დაურტყამს და გარდაიცვალა. ბავშვის ამოყვანა მოუსწრია. ისეთი ბიჭი იყო, უპატიოსნესი, იმდენს წვალობდა, შრომობდა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული" - ამბობს ადგილობრივი.

გარდაცვლილს მეუღლე და 5 შვილი დარჩა.