სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დილის 8:00 საათის მონაცემებით ბიულეტენების 94%-ის დათვლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, მმართველი პარტია „სამოქალაქო კონტრაქტი“ საპარლამენტო არჩევნებში 50.00%-ით ლიდერობს.
ამავე შედეგების თანახმად, მეორე ადგილზეა პარტიების ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ 23.35%-ით.
მეხუთე ადგილზე მყოფმა პარტიამ - „ერთობის ფრთები“- არჩევნებში ხმების 2.28% -ი მოიპოვა.
პარლამენტში მოსახვედრად საარჩევნო ბარიერი პარტიებისთვის 4%-ია, ხოლო პარტიული ბლოკებისთვის - 8%.