ორშაბათს, დილით ადრე საბერძნეთში, კერძოდ ევიას ყურის ჩრდილოეთ ნაწილში მიწისძვრების სერია მოხდა - დაახლოებით 20 წამის განმავლობაში ათამდე ბიძგი დაფიქსირდა.
წინასწარი მონაცემებით, ყველაზე ძლიერი მიწისძვრის სიმძლავრემ დაახლოებით 5.2 მაგნიტუდა შეადგინა. სეისმური აქტივობა იგრძნობოდა ათენშიც.
მეცნიერები მომდევნო 48 საათის განმავლობაში ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს, რათა შეაფასონ სეისმური აქტივობის ევოლუცია და დაადგინონ, შესაძლებელია თუ არა შემდგომი მნიშვნელოვანი ბიძგები.
ხელისუფლების ცნობით, ყველაძე ძლიერი ბიძგები ათენის მახლობლად, კუნძულ ევიას ჩრდილოეთით იგრძნობოდა.
დაშავებულების ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა ადგილობრივების თქმით მოსახლეობა პანიკამ მოიცვა, დაიბზადა შენობები და დაფიქსირდა მატერიალური ზარალი.
რამდენიმე სახლს სერიოზული ბზარები გაუჩნდა, ზოგიერთი ძველი ნაგებობის კედლები კი ჩამოინგრა. ამასთანავე, მიწისძვრამ კლდეების ჩამოშლა და მეწყრული პროცესები გამოიწვია.
ხელისუფლება მოუწოდებს მოქალაქეებს, უსაფრთხოების მიზნით, თავი შეიკავონ დაზიანებულ შენობებში შესვლისგან.