ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრემიერ-მინისტრმა ძამბოლატ თედეევმა თანამდებობა დატოვა, - ინფორმაციას სააგენტო “რეს“-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ე.წ. მთავრობის სხდომაზე თედეევმა პირადად წარადგინა განცხადება გადადგომის შესახებ და “პრეზიდენტმა“ ალან გაგლოევმა მისი გადადგომა მიიღო.
“რეს“-ის ინფორმაციით, ახალი “პრემიერ-მინისტრის“ არჩევამდე, მის მოვალეობას თედეევის “პირველი მოადგილე“ კონსტანტინე ჯიოევი შეასრულებს.
“მთავრობა სრულად და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გააგრძელებს ფუნქციონირებას მანამ, სანამ პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს არ დაამტკიცებს“, - აღნიშნულია “რეს“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.