ავტორი:

"იმედია არ დაგშოკათ ჩემმა ვარცხნილობამ...“ - მიხეილ სააკაშვილი

"იმედია არ დაგშოკათ ჩემმა ვარცხნილობამ...“ - მიხეილ სააკაშვილი

“გუშინ, სომეხ ხალხის უმრავლესობას ეყო სიბრძნე აერჩია სწორი კურსი მიუხედავად პროპაგანდისა და შანტაჟისა. ჩვენ ვართ აღმოჩენილი პრორუსულ ჩეჩმაში ჭაობში და სულ უფრო ვეფლობით მასში. ეს არის ძალიან საშიში,“ - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

  • მისი თქმით, სომხეთში ჩატარებული არჩვნების სახით გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორილი მოვლენა.

"ჩვენ შეჩვეულები ვართ რომ ისტორიული მოვლენები ხდებოდა ხოლმე საქართველოში, მაგრამ გუშინ რაც აღმოჩნდა, საქართველო იყო თამაშგარე მდგომარეობაში და ჩვენს ყურის ძირას, ერევანში დამარცხდა რუსეთი. ეს არის ძალიან მნიშვნელივანი მოვლენა. დამარცხდა იმიტომ, რომ ყველაფერი იცლება მსოფლიოში, დამარცხდა იმიტიმ, რომ სომეხ ხალხის უმრავლესობას ეყო სიბრძნე აერჩია სწორი კურსი მიუხედავად პროპაგანდისა და შანტაჟისა. სომხებს თვალ წინ ჰქონდათ საქრთველოს გამოცდილება. მათ ჩაუტარეს ზუსტად ისეთივე სპეცოპერაცია, რაც ატარეს საქართველოში...

მათ ( რუსებს) იმედი ჰქონდათ რომ ფაშინიანი დაემხობოდა და არ დაემხო, ამის მერე გამოაგორეს რუსი ილიგარქი, იქაური ივანიშვილი კარაპეტიანი...ფაშინიანმა გააკეთა ის, რაც მე არ გავაკეთე დააპატიმრა კარაპეტიანი, თყმცა უკვე განოშვებილია.დააპატიმრა ის ხალხი ვინც არიგებდა ფულს". განაცხადა სააკაშვილმა.

  • გარდა ამისა, მან ისაუბრა ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულებაზე და ივანიშვილთან მიმართებით. მისი თქმით, ობამას ადმინისტრაციისთვის რუსეთი იყო ყველაფერი.

"ასე რომ აქეთ უგორებდნენ ივანიშვილს და იმიტომ კი არა, რომ ივანიშვილი მოსწონდათ, უბრალოდ, რუსეთთაბ არ უნდოდათ პრობლემები. ევროპა მე კი მიჭერდა მხარს პიროვნულას, მაგრამ

დიდ საფრთხეს ივანიშვილში ვერ ხედავდა და არც უკრაინის ომი იყო დაწყებული", - განაცხადა სააკაშვილმა,

მისი თქმით, საქართველო არის დაუცველი.

"დღეს ჩვენ ვართ სიტუაციაში როცა საქრთველო არის სრული ანომალია, აზერბაიჯანი ერთ მხრივ, მეორე მხრივ სომხეთი და ჩვენ ვართ აღმოჩენილი პრორუსულ ჩეჩმაში ჭაობში და სულ უფრო ვეფლობით მასში. ეს არის ძალიან საშიში. რუსეთს არ აუღია ხელი თავის აგრესიულ ქმედებებზე, ჩვენი ქვეყანა არის დაუცველი. მშვიდობა ვერ გ ექმება "ქოცების" პირობებში. ლოზუნგი, რომ

დათვს ბაბაია დაუძახე და არ შეგჭამს, თავი მოიმკვდარუნე, დაუწექი და არ შეგჭამს-არის სრული სისულელე და ამაზე ჩვენმა ისტორიულმა მეცნიერებამ უნდა მოიმოქმედოს რაღაც.

2008 წელს, რომ არ დავუწექით, იმიტომ გადარჩა საქართველო და რეალურად, რუსეთმა ვერცერთი სტრატეგოული მიზანი ვერ შეასრულა.

“მაშინ მე რომ გავქეცულიყავი საქართველოდან, როგორც დასავლელი ჩვენი "მეგობრები" მომიწოდებნენ, დღეს აქ რუსეთის გერბი იქნებოდა, დამოუკიდებლიბა არ გვექმებოდა და და ფიზიკურად განადგურდებოდა ყველა ქართველი ვინც ხმის ამოღებას გაბედავდა. ახლა ბევრი მეუბნება, რომ შეწყვიტე ძახილი იმისა, რომ საფრთხე არსებობსო, ნუ ძაფრავ ხალხოსო. მე განსხვავებით იმ ხალხისა, ვინც მაკრიტიკებს, ჩემ თავზე ცორა უფრო მეტი წარმოდგენა მაქვს. ჩვენ უნდა დავინახოთ, რა რისკებიც არსებობს.

სქართველოს აუცილებალდ სჭირდება თავდაცვის პაქტის ხელმოწერა თურქეთთან და აზრბაიჯანთან, სასწრაფოდ სღირდება აღადგინოს ურთიერთობები ევროპასთან, იმიტომ, რომ ევროპა ჩამპყალიბდება სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკად", - განაცხადა სააკაშვილმა.

  • ამასთან, მისი თქმით, მას ყოველთვის ამოძრავებდა საქართველოს კონკრეტული ხედვა. როგორც მან აღნიშნა, როდესაც ყველაზე ბნელ წლებში, რთულ სიტუაციაში ამერიკის კინგრესის დაფინანსებით წავიდა ამერიკაში, მოიპივა კოლუმბიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი. სააკაშვილის თქმით, მუშაობდა ნიუ იორკის საუკეთესო იურიდიულ ფირმაში.

"რომ დავრჩენილიყავი იქ, მექნებოდა ძაკიან ბევრი ფული, მექნებოდა რამდენიმე სახლი ამერიკაში, ვიქნებიდი დაფასებული, მისტერ სააკაშვული, ცნობილი იურისტი, მაგრამ მე მქონდა ხედვა, რომ დავბრუნებულიყავი ჩვენი ქვეყანა დაგვეყენენიბა ფეხზე", - განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ზურაბ ჟვანიასთან ერთად იმ დროინდეომა გუნდმა მართლაც სასწაული შეძლო.

"ახლა, მე ვაქებ სომხეთს მაგრამ სომხეთში ის რეფიმრბი არ გატარებულა, რაც ჩვენ გავატარეთ... შეიცვალა სიტუაცია, არჩევნები წავაგეთ, უპრობლემოდ გადავაბარე ხელისუფლება. ვიცოდი, რომ არჩევნებს ვაგებდი იმიტომ, რომ შეიძლება ავტორიტარად გადავქცეულიყავი. ეს არიყო ჩემი ხედვა.

მე მაქვს ის ხედვა რომ ჩვენ აუცულებლად შევძლებთ ყველაფრის გადალახვას და ამ ხედვით ჩამოვედი უკრაინიდან. ჩემინკომფორტული ცხოვრებიდან ამოვაძრე საკუთარი თავი, დაფასებული ძალიან, ჩამოვედი აქ სიცოცხლის რისკის ფასად იმიტო რომ გზაში უპრობლემოდ შეეძლოთ ჩემი ლიკვიდაცია ისე რომ ვერც გაგებდა ვერავინ, სად გავუჩინარდი და და იქ ვარ, სადაც ვარ. დღესაც მამოძრავებს ეს ხედვა.

მიუხედავად ყველაფრისა, ამ უბედურებისა ჩვენ გარშემო, საქართველოს გამოვგლეჯთ ამ ბანდას და მათ პატრონებს მოსკოვში. საქართველო იქნება სტავილური, განვითარებული, წარმატებული ქვეყანა.

დღეს ქოცური ნარატივია, რომ დათვს უნდა დავუწვეთ, გავიყურსოთ. მეორე, ოპიზიცია არის ამრევი და ისინი ციხეში უნდა გვყავდნენ მესამე- ჩვენ ყვრლამ

დაკუთარ თავს უნდა მივხედოთ. ეს არის დამღუპველი და წამგებიანი ეროვნული პროექტი", - განაცხადა. სააკაშვილმა.

  • ბოლოს მან თავის ვარცხნოლობასთან დაკავშირებით იუმორით მიმართა დარბაზში მყოფებს.

"იმედია არ დაგშოკათ ჩემმა ვარცხნილობამ. ეს არის ჩემი სოლიდარობის გამოხატვა ჩემი უკრაინული ერის მიმართ და იმისა, რომ საბრძოლო ფორმაში ვარ". აღნიშნა, სააკაშვილმა