“ცხინვალის რაიონის სოფელ დმენისში მანქანა მდინარეში გადავარდა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას “ქართლის ამბები“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დაიღუპა მძღოლი.
“დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახურის ცნობით, დაიღუპა მძღოლი. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს მდინარე ლიახვიდან მანქანის ამოყვანისას,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.