ავტორი:

როგორ ვენდო ფსიქოლოგს? - პროფესიული სტანდარტები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

როგორ ვენდო ფსიქოლოგს? - პროფესიული სტანდარტები, რომელთა შესახებაც უნდა იცოდეთ

თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ფსიქოთერაპიის საჭიროებას დღეს ბევრი ადამიანი გრძნობს. თუმცა რეალური ნაბიჯის გადადგმა და სპეციალისტის კაბინეტის კარის შეღება ბევრისთვის დიდ ბარიერთან არის დაკავშირებული. მთავარი კითხვა, რომელიც ამ დროს ადამიანს აწუხებს, მარტივი და ამავდროულად კომპლექსურია - „როგორ უნდა ვენდო ფსიქოლოგს?“

ნდობა ფსიქოლოგიაში არ არის მხოლოდ ემოციური კეთილგანწყობა. ის გარკვეულ ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებს ეფუძნება. მათ შორის არსებული რამდენიმე კრიტერიუმი განვიხილოთ.

კომპეტენცია - ნდობის პირველი საფეხური

პირველი არგუმენტი, რომელიც ფსიქოლოგის შერჩევისას ნდობას აძლიერებს, მისი აკადემიური და პროფესიული მზაობაა. ფსიქოლოგია არ არის მეგობრული რჩევების მიცემა ან ინტუიციური საუბარი. ეს არის მეცნიერება, რომელიც ეყრდნობა მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პრაქტიკას. როდესაც ფსიქოლოგს ვენდობით, უნდა ვიცოდეთ, აქვს თუ არა შესაბამისი განათლება, მათ შორის: ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და სპეციალიზებული კურსები. ამავდროულად, ფსიქოლოგია მუდმივად განახლებად ცოდნას მოითხოვს. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ტექნოლოგიების ჩვენი ცხოვრების ყველა მიმართულებაში ინტეგრირდება, საჭიროა რომ ფსიქოლოგიც ფლობდეს იმ ტექნიკურ ცოდნასა და უნარებს, რომელიც მის საქმიანობას უფრო ეფექტიანს გახდის. ამასთან, გახსოვდეთ, რომ სანდო სპეციალისტი მუდმივად გადის სუპერვიზიას და ინტერვიზიას.

კონფიდენციალურობა, როგორც უსაფრთხოების გარანტი

ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში, რაც ფსიქოლოგთან მისვლას ახლავს, არის - ვინმე ხომ არ გაიგებს ჩემს ისტორიებს“. ამ შემთხვევაში ნდობის მთავარი გარანტი პროფესიული ეთიკის კოდექსია. გახსოვდეთ, კონფიდენციალურობა არ არის ფსიქოლოგის კეთილი ნება. ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა. თერაპიულ სივრცეში ნათქვამი ყოველი სიტყვა რჩება იმავე ოთახში.

საზღვრები ურთიერთობაში

კარგ ფსიქოლოგთან ურთიერთობისას თქვენ მკაფიოდ დაინახავთ პროფესიულ საზღვრებს.

ფსიქოლოგი არ ხდება თქვენი მეგობარი და რჩევის მომცემი ან გადაწყვეტილების მიმღები პირი. მან უნდა დაცვას საზღვრები თქვენთან ურთიერთობაში და დაგეხმაროთ დაინახოთ ის გზა, არჩევანის შესაძლებლობა თუ გამოსავალი, რომელსაც რთული ემოციური მდგომარეობის გამო შესაძლოა დამოუკიდებლად ვერ ახერხებდით. ამ ყველაფრის შესახებ კი მან პირველივე შეხვედრაზე უნდა აგიხსნათ.

თერაპიის ინტენსივობა და ხანგრძლივობა

ხშირად ნდობის ფაქტორი იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად პროგნოზირებადია თერაპიული პროცესი დროში. კლიენტისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ თერაპია არ გაგრძელდება უსასრულოდ და მას ექნება კონკრეტული, გაზომვადი შედეგები.

სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“, სადაც სწავლება ფსიქოლოგიური და ციფრული ინსტრუმენტების სინთეზს ეფუძნება. სხვა უნივერსიტეტებისგან განსხვავებით, აქ სტუდენტები ეუფლებიან R პროგრამირების ენას, რომელიც სოციალურ მეცნიერებებში მონაცემთა დამუშავების წამყვანი და ხელმისაწვდომი ინსტრუმენტია. თანამედროვე ტექნოლოგიების, მონაცემთა ანალიზისა და ციფრული ასისტენტების დახმარებით, კვალიფიციურ სპეციალისტს შეუძლია ბევრად უფრო ზუსტად შეაფასოს დინამიკა, თვალი ადევნოს პროგრესს სესიებს შორის პერიოდში და თერაპიული მიზნების მიღწევა უფრო მარტივი და ოპტიმალური გახადოს. ეს ტექნოლოგიური მხარდაჭერა ზოგავს კლიენტის დროს, ამცირებს გაურკვევლობას და ზრდის ნდობას პროცესის ეფექტიანობის მიმართ.

ფსიქოლოგისადმი ნდობა არ არის ბრმა რწმენა. ეს არის გაცნობიერებული, არგუმენტირებული გადაწყვეტილება, რომელიც ორმხრივ პასუხისმგებლობას ეფუძნება.

R