ისრაელი მიიღებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნას ირანზე თავდასხმების შეჩერების შესახებ, თუმცა გააგრძელებს სამხრეთ ლიბანზე თავდასხმებს, - ამის შესახებ CNN-ს ისრაელიდან წყაროებმა განუცხადეს.
ცნობისთვის, მანამდე ირანმა განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას აჩერებს, თუმცა პირობა დადო, რომ თუ ისრაელი ლიბანზე თავდასხმებს განაგრძობს, გაცილებით მკაცრ და გამანადგურებელ ზომებს მიიღებს.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შორის ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს მეორე სატელეფონო საუბარია.
წყაროების ცნობით, სატელეფონო საუბარი იქამდე შედგა, ვიდრე ირანი ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის შეჩერების შესახებ გამოაცხადებდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რა საკითხები განიხილეს ტრამპმა და ნეთანიაჰუმ.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს კვირასაც ესაუბრა და მაშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრს ირანის წინააღმდეგ საპასუხო იერიშებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.