უკრაინამ ევროკავშირისგან 2.8 მილიარდი ევრო მიიღო, - ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
კომისიის განცხადებით, აღნიშნული თანხა დახმარების მეშვიდე ტრანშია, რომლის მიზანიც უკრაინის ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაა.
"უკრაინის მიერ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების სიჩქარემ და ერთგულებამ აღნიშნული თანხის გამოყოფა განაპირობა. ახლა ჩვენ გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი პროგრესისთვის ნიადაგს ვამზადებთ“, - განაცხადა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა.