ავტორი:

"მე ვარ პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც მიხაილ გალუზინს დავუფიქსირე, რომ როდესაც საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, "3+3 ფორმატი“ მიუღებელია" - ნიკოლოზ მეტრეველი

"მე ვარ პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც მიხაილ გალუზინს დავუფიქსირე, რომ როდესაც საქართველოს ტერიტორია  ოკუპირებულია, "3+3 ფორმატი“ მიუღებელია" - ნიკოლოზ მეტრეველი

"მე ვარ პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც საჯაროდ, დისკუსიის დროს, პირდაპირ რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილეს, მიხაილ გალუზინს, დავუფიქსირე პოზიცია, როგორც ერთ-ერთმა ქართველმა, როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული ჩვენთვის "3+3 ფორმატი“ არის მიუღებელი. არ აქვს მნიშვნელობა სად ჩახვალ, მთავარია, რას ისაუბრებ და რას იტყვი, ჩასვლა ერთია, მთავარია, იქ რას ისაუბრებ", - ამის შესახებ ექსპერტმა, ნიკოლოზ მეტრეველმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც განმარტა, რატომ მიიღო მონაწილეობა "3+3 ფორმატში“, რომელიც სანქტ -პეტერბურგში გაიმართა.

  • როგორც მეტრეველმა აღნიშნა, "ცდილობენ ვიზიტი, დააკავშირონ თითქოს "ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმებული ვიზიტი იყო“, რაც "არავითარ შემთხვევაში არ არის“.

"მე ვარ პირველი ქართველი ექსპერტი, რომელმაც საჯაროდ დისკუსიის დროს და ეს ვიდეო გავრცელებულია პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, პირდაპირ რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილეს მიხაილ გალუზინს, დავუფიქსირე პოზიცია, როგორც ერთ-ერთმა ქართველმა, რომ როდესაც საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული ჩვენთვის "3+3 ფორმატი“ არის მიუღებელი. ადგილმდებარეობას არ აქვს მნიშვნელობა სად ჩახვალ, მთავარია რას ისაუბრებ და რას იტყვი. მე, როგორც ერთ-ერთმა ქართველმა, განსხვავებით დასავლეთის უსამშობლო მეხოტბეებისგან, დავიცავი ჩემი ქვეყანა და ჩემი ქვეყნის ინტერესები - საჯაროდ გალუზინს დავუფიქსირე ის პრინციპული პოზიცია, რაც აქვს ნებისმიერ ქართველს და რასაც ამავე დროს იცავს საქართველოს ხელისუფლება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მე ვარ "ქართული ოცნების“ ამომრჩეველი, მხარდამჭერი, სრულად ვიზიარებ "ქართული ოცნების“ პოზიციას და ეს დავაფიქსირე კიდევ ერთხელ. მე წარმოვადგენდი, როგორც ერთ ქართველ ექსპერტს, რაც ხაზგასმულია და ვთქვი ჩემი რიგითი პოზიცია, რომ ჩვენ ამ ფორმატს, არავითარ შემთხვევაში, ამ ეტაპზე, მხარს არ ვუჭერთ. ეს არის მნიშვნელოვანი.

პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი არის ერთ-ერთი უნიკალური, ყოველწლიური მოვლენა, სადაც მე გარდა ამ კონკრეტული პანელური დისკუსიისა, მქონდა უამრავი შეხვედრა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს ფორუმი იმართება პეტერბურგში, მაგრამ ოფიციალური მასპინძელი იყო საუდის არაბეთი. აქ მომიწვიეს, ჩავედი. კონკრეტულად ამ პანელზე დისკუსიაში მომიწია მონაწილეობა. ეს იყო დისკუსია, მსჯელობა, დებატი და აქ დავაფიქსირე ჩემი მკაფიო პოზიცია - მე იქ ვთქვი, რომ მე არ ვუჭერ "3+3 ფორმატს“ მხარს და პირველი ქართველი ვარ, ვინც საჯაროდ ეს უთხრა პირისპირ საუბარში მიხაილ გალუზინს და სხვა მაღალჩინოსნებს რუსეთიდან. ამის გარდა, მქონდა უამრავი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთან. მე სადაც დავდივარ, ვიცავ საქართველოს ინტერესებს,“- განაცხადა მეტრეველმა... წაიკითხეთ ვრცლად