ავტორი:

როგორია კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც უკრაინასთან მატჩის დროს გონება დაკარგა?

როგორია კრისტიან ერიქსენის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც უკრაინასთან მატჩის დროს გონება დაკარგა?

დანიის ეროვნული ნაკრების ექიმის, მორტენ ბოესენის განცხადებით, უკრაინის ნაკრებთან მატჩის დროს გონების დაკარგვის შემდეგ, კრისტიან ერიქსენი თავს კარგად გრძნობს და მას საავადმყოფოდან მალე გაწერენ.

  • ოდენსეში გამართული შეხვედრა 65-ე წუთზე, ჯერ ფეხბურთელის გონების დაკარგვის გამო შეწყდა, მოგვიანებით კი საბოლოოდ გადაიდო. აღსანიშნავია, რომ გონზე მოსვლის შემდეგ, 34 წლის ერიქსენმა მოედანი საკუთარი ფეხით დატოვა.

“მანჩესტერ იუნაიტედის“, “ტოტენჰემისა“ და “ბრენტფორდის“ ყოფილ ნახევარმცველს ფეხბურთელს კარდიოსტიმულატორი მას შემდეგ ჩაუდგეს, რაც 2021 წელს, ფინეთის წინააღმდეგ მატჩზე გული გაუჩერდა.

ჩადგმულმა აპარატმა (ICD) ერიქსენს საშუალება მისცა, 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი შემთხვევიდან რვა თვის შემდეგ “ბრენტფორდში“ თამაშით განეახლებინა კარიერა, რის შემდეგაც მან სამი წელი უკვე “მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა.

“კრისტიანს დღეს დილით ვესაუბრე, ის თავს კარგად გრძნობს. ოჯახთან ერთად იმყოფება და კარგი განწყობა აქვს. ველოდებით, რომ მალე გაწერენ და სახლში დაბრუნებას შეძლებს“, - ამბობს ნაკრების ექიმი. მან ასევე აღნიშნა, რომ “აპარატმა ზუსტად ისე იმუშავა, როგორც უნდა ემუშავა“.

ევრო 2020-ზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ, მილანის “ინტერმა“ ერიქსენთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმებით გააუქმა, ვინაიდან იტალიის სერია A-ს რეგულაციებით, ფეხბურთელებს ჩადგმული დეფიბრილატორით თამაში ეკრძალებათ. ინგლისის პრემიერლიგასა და გერმანიის ბუნდესლიგაში კი მსგავსი შეზღუდვები არ არსებობს.

თავად კრისტიანმა, რომელიც ამჟამად გერმანულ “ვოლფსბურგში“ თამაშობს, ჯერ კიდევ 2022 წლის დაბრუნებამდე “BBC Sport“ -თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ აპარატით თამაშის გამო არანაირ შიშს არ განიცდიდა, “ვერანაირ რისკს ვერ ვხედავ. თუ რაიმე მოხდება, დაცული ვარ“, - თქვა მაშინ ფეხბურთელმა.

წყარო