ავტორი:

ვარჯიშობენ პლაჟზე და გადაადგილდებიან სკოლის ავტობუსით, რომელსაც მინები არ აქვს - მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სენსაციური ნაკრები: კიურასაოს ფეხბურთელები ამბობენ, რომ ტურნირის მოგებას აპირებენ

ვარჯიშობენ პლაჟზე და გადაადგილდებიან სკოლის ავტობუსით, რომელსაც მინები არ აქვს - მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სენსაციური ნაკრები: კიურასაოს ფეხბურთელები ამბობენ, რომ ტურნირის მოგებას აპირებენ

ისინი პლაჟზე ფეხშიშველი ვარჯიშობენ, მგზავრობენ სკოლის ავტობუსით და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი ჰყავთ.

გაიცანით კიურასაოს ნაკრები, რომელიც დღეს ყველაზე სენსაციურ გუნდად ითვლება.

კარიბის ზღვის ამ კუნძულოვან სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა ძლივს აღწევს 158 000 ადამიანს, სულ რამდენიმე დღე აშორებს იმ მომენტამდე, როდესაც ტურნირის არსებობის ისტორიაში ყველაზე პატარა გუნდის სტატუსით სადებიუტო მატჩს გამართავს.

მოიგებენ თუ წააგებენ, “ლურჯი ტალღა“ აქ იმისთვისაა, რომ ყველაფერი თავისი განუმეორებელი, ცოცხალი და ქარიზმატული სტილით გააკეთოს. ერთ-ერთმა ფეხბურთელმა ისიც კი თქვა, რომ ჩემპიონატზე თასის მოსაგებად ჩავიდნენ.

კიურასაოს გუნდი, რომელიც ძირითადად ნიდერლანდებში დაბადებული ფეხბურთელებისგან შედგება, შინ პლაჟებზე, შეზლონგებიდან და ზღვისპირა ხის ქოხებიდან სულ რამდენიმე მეტრში, ფეხშიშველი ვარჯიშობდა.

  • წარმოიდგინეთ ბრაზილიური სტილის ფეხბურთი ქვიშაზე, აზიდვები ზღვის პირას და ერთმანეთისთვის ფირუზისფერი წყლის შესხმა ირგვლივ მარილიანი ჰაერის სუნელი დგას და სიცილის ხმა ისმის.

<blockquote class="twitter-tweet" data-media-max-width="560"><p lang="en" dir="ltr">Old-school bus. No windows. Music playing. Curaçao‘s team bus arrival is unmatched. <a href="https://t.co/mj1OuLKD0m">pic.twitter.com/mj1OuLKD0m</a></p>&mdash; Sports Illustrated FC (@SI_FootballClub) <a href="https://x.com/SI_FootballClub/status/2063448675989197130?ref_src=twsrc%5Etfw">June 7, 2026</a></blockquote> <script async src="https://platform.x.com/widgets.js" charset="utf-8"></script>

გასულ უქმეებზე ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც კიურასაოს საფეხბურთო გუნდი იყო გადაღებული, ფეხბურთელები ძველი სასკოლო ავტობუსით მგზავრობდნენ, ფანჯრებიდან. რომლებსაც მინებიც კი არ ჰქონდა, ხელებს იქნევდნენ და მანქანის ძარაზე აბრახუნებდნენ. კვირას კი ისინი ტურნირის გრანდს, გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ჰიუსტონის 72-ათასიან სტადიონზე, სადაც, სურვილის შემთხვევაში, მათი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი დაეტევა.

ჩრდილოეთ ამერიკაში გუნდს 3,000-დან 5,000-მდე გულშემატკივარი გაჰყვება, ხოლო სამშობლოში ვენესუელის სანაპიროდან დაახლოებით 40 მილის დაშორებით მდებარე კუნძულზე ხალხი ეკრანებთან, გრანდიოზულ წვეულებებზე შეიკრიბება.

"როცა თამაშები დაიწყება, კუნძულზე ცხოვრება გაჩერდება, პატარა კუნძული ვართ, აქ ყველა ერთი ოჯახივით ვცხოვრობთ. მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ჩვენთვის მთელ სამყაროს ნიშნავს. ჩემი შვილების დაბადების შემდეგ, ეს საუკეთესო რამ არის, რაც კი ცხოვრებაში გადამხდენია“, - უთხრა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა, გამოცემა “The Athletic“ -ს.

ნაკრები ტურნირზე უდიდესი ოპტიმიზმით ჩადის, საკვალიფიკაციო ეტაპზე კიურასაომ ისეთი გუნდები ჩამოიტოვა უკან, როგორებიც ჰაიტი, იამაიკა და ტრინიდადი და ტობაგო იყო, ეს მათ თავდაჯერებულობას მატებს, რომ ტურნირზე ბრძოლა შეუძლიათ, თუმცა ჯგუფი, სადაც გერმანია, კოტ-დ’ივუარი და ეკვადორი იმყოფება, საკმაოდ მრისხანედ გამოიყურება.

ნოემბერში კიურასაომ იამაიკასთან ფრე ითამაშა და 48 გუნდამდე გაფართოებულ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე საგზური გაინაღდა. საფინალო სასტვენის შემდეგ ეს მოვლენა სახალხო დღესასწაულად იქცა, საყოველთაო ზეიმს წესრიგის დამცველი პოლიციელებიც კი შეუერთდნენ.

კიურასაოს სადებიუტო წარმატების შემოქმედი დიკ ადვოკატი, 78 წლის ნიდერლანდელი მწვრთნელია, რომელიც მალე მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მწვრთნელი გახდება. ადვოკატი, რომელიც წარსულში “სანდერლენდსაც“ წვრთნიდა, თებერვალში ქალიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თანამდებობიდან გადადგა და ის ფრედ რუტენით ჩაანაცვლეს, თუმცა პოსტს 2026 წლის მაისში დაუბრუნდა.

გუნდის მთლიანი შემადგენლობიდან კიურასაოზე მხოლოდ ტაჰიტ ჩონგია დაბადებული, დანარჩენი ფეხბურთელები ნიდერლანდებიდან არიან, თუმცა კუნძულთან მშობლების ხაზით აქვთ კავშირი.

  • გუნდში ვარსკვლავების ნაკლებობა იგრძნობა. ყველაზე ცნობილი სახელი ლეანდრო ბაკუნაა, რომელმაც სამი წელი “ასტონ ვილაში“ გაატარა, თუმცა ეს ტურნირი უფრო გუნდურ სულისკვეთებაზე იქნება დაფუძნებული.

კიურასაო ფიფას რეიტინგში 82 -ე ადგილს იკავებს.

“ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე კვალიფიკაცია უკვე უდიდესი მიღწევაა. ბევრი ჩვენგანი თავს უკვე გამარჯვებულად მიიჩნევს. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე მოგების ამბიციით ვართ", - განაცხადა მარჯვენა მცველმა ლივანო კომენენსიამ.

წყარო