ავტორი:

"ირანმა და "ჰეზბოლამ“ ახალი წესების დაწესება სცადეს, რაც მიუღებელია - თუ ირანი შეცდომას დაუშვებს, ძლიერ პასუხს გავცემთ" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

"ირანმა და "ჰეზბოლამ“ ახალი წესების დაწესება სცადეს, რაც მიუღებელია - თუ ირანი შეცდომას დაუშვებს, ძლიერ პასუხს გავცემთ" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

"ირანი და "ჰეზბოლა“ იმაზე სუსტები არიან, ვიდრე ოდესმე", - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა

  • ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ბრძოლა ირანისა და „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ არ დასრულებულა.

"ირანმა და „ჰეზბოლამ“ ჩვენთვის ახალი წესების დაწესება სცადეს, რაც ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენი გმირი მებრძოლები „ჰეზბოლას“ ანადგურებენ“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ისრაელს თავის დაცვის უფლება აქვს.

"თუ ირანი შეცდომას დაუშვებს და ჩვენ წინააღმდეგ თავდასხმებს განაახლებს, მაშინ ჩვენ მათ ძლიერ პასუხს გავცემთ“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.