უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მაისში, კიევში რუს მილიარდერს, რომან აბრამოვიჩს შეხვდა და ის პუტინთან დასაკავშირებელ “არაფორმალურ არხად“ გამოიყენა.
ტელეკომპანია “Sky News“-თან ინტერვიუში ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აბრამოვიჩმა საკუთარი როლის კონფიდენციალურად დატოვება ითხოვა. მისი მიზანი იმაში მდგომარეობდა, გაერკვია, თუ რისთვის იყო მზად კიევი კრემლთან შესაძლო მოლაპარაკებების ფარგლებში.

“ის კიევში ჩამოვიდა და მითხრა: მოგიტანეთ პირადი გზავნილი და მსურს თქვენი პასუხი პუტინს გადავცე. თუმცა აქვე დასძინა, რომ ყველაფერი გასაჯაროების გარეშე, ჩუმად უნდა მომხდარიყო. მე ვუპასუხე, რომ ეს მისი არჩევანი იყო და ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
“Financial Times“ -ის წყაროების თანახმად, კიევის მიერ აბრამოვიჩის შუამავლად გამოყენება იმაზე მიანიშნებს, რომ უკრაინულ მხარეს პირდაპირი მოლაპარაკებების მიმართ სერიოზული განზრახვები გააჩნდა. აღნიშნული ხდებოდა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის სამშვიდობო მცდელობები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო გართულებული იყო.
უკრაინელი მაღალჩინოსნების თქმით, აბრამოვიჩის მიერ გადაცემული გზავნილი იმ საჯარო მიმართვის უფრო “თავშეკავებული“ ვერსია იყო, რომელიც გასულ ხუთშაბათს ზელენსკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საჯარო დოკუმენტი შემდეგ მოთხოვნებს მოიცავდა.

მიუხედავად კიევის აღნიშნული მცდელობისა, კრემლმა პირდაპირი შეხვედრის წინადადება უარყო. ვლადიმერ პუტინმა წერილს “უზრდელობის ელემენტების“ შემცველი გზავნილი უწოდა და განაცხადა, რომ მისი შინაარსი ყოველგვარ პირდაპირ დიალოგს შეუძლებელს ხდიდა.