საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა გიორგი ქვილითაიამ საყვარელ ქალს ხელი სთხოვა.


როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, ფეხბურთელის რჩეული ულამაზესი მოდელია სახელად სოფი. დამატებით დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.
გიორგი ამჟამად საფრანგეთის ლიგა 2-ში თამაშობს და "მეცის" ღირსებას იცავს. ეროვნული ნაკრების რიგებში მას 42 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი.