სოციალურ ქსელში 7 ივნისს გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბებია მცირეწლოვან შვილიშვილს ეჩხუბება და ბავშვი კი ტირის. ეს სწორედ ის ბებიაა, რომელიც რამდენიმე თვის წინ შვილიშვილზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ქალმა მაშინ ბავშვს TikTok ლაივში სცემა.
"ეს ბებია ხო გახსოვთ? დააკავა ქუთაისის პოლიციამ, სასამართლომ კი მინიმალური სასჯელი მიუსაჯა!
დღეს ისევ ლაივშია, ისევ ბავშვით ხელში დანარჩენს ვიდეოში თქვენც ხედავთ!
ძველი ვიდეო არ გეგონოთ გუშინდელია! ბავშვის დედა თბილისშია, ბავშვი ქუთაისში “ბებიასთან” ქვედა ფანჯარაში ლაივშია დედაც ჩართული და რეაგირება არ აქვს!!
რა ხდება ამ ქვეყანაში? სადაა სამართალი", - წერს აქტივისტი ბექა კვაჭანტირაძე და ქალის ლაივიდან კონკრეტულ მონაკვეთს ფეისბუქში აქვეყნებს.
<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/holabfnG9X8?si=FmKz2_DUEGhiY9UR" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ ახლად გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
2 სექტემბერს კი ქუთაისის სასამართლომ ბებიას, რომელმაც 2 წლამდე შვილიშვილი tik-tok ლაივში სცემა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებული როდის გაათავისუფლეს, უცნობია.