ავტორი:

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომელშიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებზე ანგარიშს მოამზადებს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომელშიც საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებზე ანგარიშს მოამზადებს

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო.

კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი. კანონპროექტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული პარტია) წარადგინეს.

  • კანონპროექტი სხვა საკითხებთან ერთად ითხოვს: ანგარიშს რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობებზე საქართველოში.

კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ეროვნული დაზვერვის დირექტორმა და თავდაცვის მდივანმა 180 დღის განმავლობაში უნდა მოამზადონ ანგარიში, რომელიც:

  1. შეისწავლის რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო სტრუქტურებისა და მათი აქტივების შეღწევას საქართველოში;
  2. შეაფასებს რუსეთისა და ჩინეთის გავლენისა და თანამშრომლობის შესაძლო გადაკვეთას საქართველოში;

ასევე, კანონპროექტი ითხოვს აშშ-საქართველოს ურთიერთობების 5-წლიან სტრატეგიას.

  • კერძოდ, კანონპროექტი მოითხოვს აშშ-ის მხრიდან სტრატეგიის მომზადებას, რომელიც განსაზღვრავს:
  • აშშ-საქართველოს ურთიერთობების მიზნებს;
  • შეაფასებს, რა სახის დახმარება და რესურსები უნდა გამოყოს აშშ-მ საქართველოსთვის;
  • დაადგენს, უნდა გაგრძელდეს თუ არა აშშ-ის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის;
  • შეაფასებს, რამდენად არის საქართველოს მთავრობა მზად აშშ-სა და ევროპასთან ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად.

"არალეგიტიმური „ქართული ოცნების“ რეჟიმი ქვეყანას ჩინეთის კომუნისტურ პარტიაზე, ომის დამნაშავე პუტინსა და ირანზე ყიდის - ქართველი ხალხის სურვილისა და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - განაცხადა კონგრესმენმა ჯო უილსონმა კონგრესში, როდესაც წარმომადგენელთა პალატამ მიიღო კანონპროექტი.

ახლა კანონპროექტი სენატში გადაინაცვლებს.