ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლე ლუკა ჩხიკვიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას "გურია ნიუსი" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდმა ხელი მოიტეხა, ოპერაციის დროს კი ნარკოზის შეყვანისას გარდაიცვალა.
"ხელი მოიტეხა და ოპერაცია უნდა გაკეთდებოდა. როგორც კი შეუყვანიათ ნარკოზი, გული გაუჩერდა" - წერენ სოციალურ ქსელში ლუკას გარდაცვალებით შეძრწუნებული ადამიანები.