მითები და რეალობა კონდენსაციურ ქვაბებზე: რატომ არის Ariston ხელოსნების #1 არჩევანი

მითები და რეალობა კონდენსაციურ ქვაბებზე: რატომ არის Ariston ხელოსნების #1 არჩევანი

გათბობის სისტემების საკონდენსაციო ტექნოლოგია თანამედროვე გათბობის ქვაბების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, თუმცა მის გარშემო დღემდე არაერთი მითი არსებობს. ზოგი ფიქრობს, რომ საკონდენსაციო ქვაბის მონტაჟი რთულია, ზოგს ჰგონია, რომ ის მხოლოდ იატაკის გათბობასთან ერთად მუშაობს, ზოგიც კი ტრადიციულ ქვაბს ანიჭებს უპირატესობას მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი მისთვის უფრო ნაცნობი ტექნოლოგიაა.

„ცელსიუსისა" და Ariston-ის მიერ 28 მაისს გამართულ მასშტაბურ ღონისძიებაზე, განსაკუთრებული ყურადღება ამ თემასაც დაეთმო, სადაც ბრენდის წარმომადგენლებმა, სპეციალისტებმა და სფეროში მოღვაწე პროფესიონალებმა თანამედროვე გათბობის სისტემებზე ისაუბრეს, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი Ariston-ის ტექნოლოგიურ უპირატესობებს და იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ბრენდი მომხმარებლებს სთავაზობს.

ამ სტატიაში კი, ერთად განვიხილოთ ის მითები, რომელთაც საკონდენსაციო ქვაბების ირგვლივ ყველაზე ხშირად მოისმენთ.

მითია, რომ „კონდენსაციური ქვაბი ძვირია"

თუ კონდენსაციურ და სტანდარტულ გათბობის ქვაბების შესახებ მხოლოდ მოარული ხმები გსმენიათ, დიდი შანსია, ის ძალიან აქტუალური მითიც სიმართლე გეგონოთ, რომელიც გვარწმუნებს, რომ კონდენსაციური ქვაბი უფრო ძვირია, ვიდრე სტანდარტული. რეალურად, სულ რამდენიმე მოდელის ნახვაც კი ნათელს გახდის, რომ ამ ორი ტიპის მოწყობილობას შორის ფასთა სხვაობა არც კოლოსალურად დიდია და რაც მთავარია, სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით, ბევრად მომგებიანიც კია, რომ არჩევანი კონდენსაციურ ქვაბზე შეაჩეროთ, ვინაიდან მისი ენერგოეფექტურობის მეშვეობით დაზოგილი თანხა, ნებისმიერი სტანდარტული გათბობის ქვაბის მოხმარების ხარჯებს აღემატება.

მითია, რომ „კონდენსაციური ქვაბის მონტაჟი რთულია"

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრებაა, რომ საკონდენსაციო ქვაბის მონტაჟი რთულ ტექნიკურ პროცესს მოითხოვს. რეალურად, თანამედროვე Ariston-ის ქვაბები სწორედ იმ პრინციპით არის შექმნილი, რომ ინსტალაცია მაქსიმალურად მარტივი, ინტუიტიური და კომფორტული იყოს როგორც ხელოსნისთვის, ისე მომხმარებლისთვის.

Ariston-ის მოდელები, მათ შორის Ariston Cares S, Clas ONE, Genus ONE + და Alteas ONE +, პრაქტიკული კონსტრუქციით, ძირითად კომპონენტებთან მარტივი წვდომით და სერვისის საჭიროებისას, პრობლემის მარტივად მოგვარებაზე ორიენტირებული დიზაინით გამოირჩევა. ეს ნიშნავს, რომ პროფესიონალ ხელოსანს შეუძლია უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და ყველა არსებული სტანდარტის დაცვით შეასრულოს მონტაჟი და შემდგომი სამუშაოებიც.

ის ფაქტი, რომ საკონდენსაციო ტექნოლოგია თანამედროვეა, სულაც არ ნიშნავს, რომ მასთან მუშაობა რთულია, პირიქით — სწორად შერჩეული პროდუქტი, შესაბამისი ტრენინგი და ოფიციალური მხარდაჭერა ხელოსნისთვის პროცესს ბევრად უფრო მარტივს ხდის.

მითია, რომ „კონდენსაციური ქვაბი მხოლოდ თბილ იატაკზე მუშაობს"

კიდევ ერთი გავრცელებული მითია, რომ თითქოს კონდენსაციური ქვაბები მხოლოდ იატაკის გათბობის პირობებში ინარჩუნებს ეფექტიანობას. სინამდვილეში, საკონდენსაციო ქვაბი თავისუფლად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ცენტრალური გათბობის სისტემებისთვის, მათ შორის და ძალიან ხშირად, რადიატორებთანაც.

მართალია, რომ დაბალტემპერატურულ სისტემებში, მაგალითად თბილ იატაკთან, საკონდენსაციო ტექნოლოგია განსაკუთრებით მაღალ ეფექტიანობას აჩვენებს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი გამოყენება მხოლოდ ამ შემთხვევაშია მიზანშეწონილი. სწორად დაგეგმილი სისტემა, სწორი პარამეტრები და შესაბამისი მონტაჟი საკონდენსაციო ქვაბს საუკეთესო გადაწყვეტად აქცევს ნებისმიერი ტიპის საცხოვრებელი სივრცისთვის.

რაც მთავარია, ეს მნიშვნელოვანი უპირატესობაა ხელოსნებისთვისაც, რადგან კონკრეტულად Ariston-ის საკონდენსაციო ქვაბებთან მუშაობა იძლევა მეტ შესაძლებლობას, გათბობის სისტემების შეძენა-დამონტაჟებისას მომხმარებელს შესთავაზოთ თანამედროვე, ეკონომიური და გრძელვადიანად მომგებიანი ინვესტიცია.

რატომ გირჩევენ პროფესიონალი ხელოსნები Ariston-ს?

ხელოსნისთვის კარგი ქვაბი მხოლოდ კმაყოფილ მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა არ არის, არამედ ხარისხიანი პროდუქტი პირდაპირ უკავშირდება შესრულებული სამუშაოს ხარისხს, მონტაჟის სიმარტივეს, კომფორტულ სერვისსა და მომხმარებლის მიერ საბოლოო რეკომენდაციის გაწევას. სწორედ ამიტომ, Ariston ხელოსნებისთვის სანდო და საიმედო არჩევანია.

Ariston-ის კონდენსაციური ქვაბები რამდენიმე მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობს:

- მარტივი ინსტალაცია

- მოსახერხებელი სერვისი

- გამძლე ტექნოლოგია

- თანამედროვე მართვის შესაძლებლობები

- ენერგოეფექტური მუშაობა

- რეალური ფინანსური სარგებელი მოკლე ვადაში

შესაბამისად, როდესაც ხელოსანი მომხმარებელს სთავაზობს Ariston-ის მოდელს, ის სთავაზობს არა მხოლოდ ქვაბს, არამედ ბრენდს, რომელიც საერთაშორისო გამოცდილება, ინოვაციური ტექნოლოგიური საფუძველი და ლოკალურ ბაზარზე, ძლიერი ადგილობრივი წარმომადგენლობა უმაგრებს ზურგს.

Ariston Cares S, Clas ONE, Genus ONE + და Alteas ONE + NET — სანდო და ინოვაციური მოდელები პროფესიონალებისთვის

Ariston-ის გათბობის სისტემების მრავალფეროვან ასორტიმენტში განსაკუთრებული ყურადღება ისეთ მოდელებს ეთმობა, როგორებიცაა Ariston Cares S, Clas ONE, Genus ONE + და Alteas ONE +. თითოეული მათგანი შექმნილია იმისათვის, რომ სრულად გაითვალისწინოს, თანამედროვე სამყაროში, მომხმარებლისთვის არსებული საჭიროებები, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს მოდელები პრაქტიკულია პროფესიონალი ხელოსნებისთვის. უფრო კონკრეტულად:

- Ariston Cares S კარგი არჩევანია მათთვის, ვინც საიმედო და ფუნქციურ გადაწყვეტას ყოველდღიური ცენტრალური გათბობისთვის ეძებს.

- Clas ONE გამოირჩევა ეფექტურობითა და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობებით.

- Genus ONE + პრემიუმ ხაზის მოდელია მათთვის, ვისაც მაღალი დონის კომფორტი, მეტი სიმძლავრე და გათბობის მუშაობის დაპროგრამება სურს.

- Alteas ONE + კი ზემოთ ხსენებულ ყველა უპირატესობას უმატებს დახვეწილ დიზაინს და ჭკვიანი მართვის გამოცდილებას, ჩაშენებული დისტანციური მართვის ტექნოლოგიის საშუალებით.

Ariston-ის მხარდაჭერა: ტრენინგები, სერვისი და გარანტია

პროფესიონალებისთვის, ვინც რეალურად, მომხმარებელთან შეხების პირდაპირი რგოლია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ბრენდის მხარდაჭერაა, სადაც თითოეული პროფესიონალი გრძნობს დაფასებას და პატივისცემას. შედეგად, როდესაც კომპანია ორიენტირებულია არა მხოლოდ გაყიდვების ზრდაზე, არამედ ზრუნავს ცოდნის გაზიარებაზე, სერვისის გაუმჯობესებასა და პროფესიონალების განვითარებაზე, ამ ნაბიჯების გადადგმით და კონსისტენტურობით იქმნება ბევრად უფრო ძლიერი პარტნიორობა.

Ariston-ი და „ცელსიუსი" პარტნიორებს სთავაზობენ კორპორაციულ ეკოსისტემას, რომელიც თანამშრომლებზე ზრუნვასა და მხარდაჭერას ეფუძნება, მათ შორის:

- სერტიფიცირებასა და ტრენინგებს

- პროფესიული ცოდნის გაზიარებას

- პარტნიორების დაფასებასა და აღიარებას

28 მაისის ღონისძიებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ცელსიუსი" და Ariston ხელოსნებს ბრენდის მთავარ პარტნიორებად მიიჩნევენ. Ariston-ის გათბობის ქვაბების სრული კატალოგი და კონსულტაცია: https://celsiusi.ge/products/gatbobis-qvabi

R