ავტორი:

ქუთაისში, კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

ქუთაისში, კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან გადმოვარდნის შედეგად მუშა დაიღუპა

ქუთაისში მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა დაიღუპა.

  • არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მესამე სართულზე განთავსებული, ხარაჩოდან გადმოვარდა.

შემთხვევა შარტავას ქუჩაზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომები არ იყო დაცული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.