ავტორი:

სილქნეტმა კონკურს "განათლება მწვანე მომავლისთვის 2026" - ის გამორჩეული პედაგოგები დააჯილდოვა

სილქნეტმა კონკურს "განათლება მწვანე მომავლისთვის 2026" - ის გამორჩეული პედაგოგები დააჯილდოვა

გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, პროექტის „განათლება მწვანე მომავლისთვის“ დასკვნით ღონისძიებაზე პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია გამართა.

პროექტი მიზნად ისახავს სკოლამდელი აღზრდისა და დაწყებითი საფეხურის პედაგოგების მხარდაჭერასა და წახალისებას, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

კონკურსის „განათლება მწვანე მომავლისთვის 2026“ ცერემონიაზე სილქნეტმა თავისი რჩეული პედაგოგები დაასახელა და დააჯილდოვა.

სილქნეტისთვის განათლების მხარდაჭერა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მხარს უჭერს ისეთ პროექტებს, როგორიცაა საერთაშორისო ჟურნალის- National Geographic-ის ქართული გამოცემა და სხვადასხვა შემეცნებითი ინიციატივა, რომლებიც ცოდნაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ახალგაზრდების განვითარებას ემსახურება. ასევე ყოველ წელს წარადგენს წინანდლის ფესტივალს, რომელიც არამხოლოდ კულტურული, არამედ საგანმანათლებლო პლატფორმაცაა. თითოეული ასეთი პროექტი ცოდნასა და შემეცნებაზე ხელმისაწვდომობას ზრდის და ხელს უწყობს ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.

R