ავტორი:

"ისეთ დღეში გაგვატარეს, რად უნდოდათ კვადროციკლიო... იმ დღეს "კვადროზე" სხვა იჯდა" - რას ჰყვება ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა: ბიჭს დახმარება ესაჭიროება

"ისეთ დღეში გაგვატარეს, რად უნდოდათ კვადროციკლიო... იმ დღეს "კვადროზე" სხვა იჯდა" - რას ჰყვება ავარიისას დაშავებული მოზარდის დედა: ბიჭს დახმარება ესაჭიროება

8 წლის ბიჭი, რომელიც თელავში კვადროციკლით ავარიაში მოჰყვა, კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში რჩება. შემთხვევა 4 ივნისს მოხდა, რა დროსაც მართვის დაკარგვის შედეგად კვადროციკლი კედელს შეეჯახა.

ბავშვის დედა, ხატია დუდაური, შვილის ამჟამინდელ მდგომარეობასა და შემდგომი მკურნალობის გეგმებთან დაკავშირებით Ambebi.ge-სთან დეტალურად საუბრობს და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

- ხატია, როგორია ახლა ბავშვის მდგომარეობა?

- აპარატზეა ბავშვი, მართვით სუნთქვაზე იმყოფება და სედაციის ქვეშ არის, ანუ ხელოვნურ კომაში ჰყავთ. ტვინი დასივებულია, მაგრამ ღმერთის წყალობით წარმატებით მიდის, დაჭიმული არ არის, ანუ რბილია. როგორც ექიმები მეუბნებიან, ეს ძალიან კარგია. ექიმებმა ასევე მითხრეს, რომ მსგავს მდგომარეობაში სხვა პაციენტები ბევრი ვერ უძლებს, ძალიან ძლიერი ორგანიზმი აქვს და კარგად მოგყვებაო. წნევასაც კი თვითონ ინარჩუნებს ბავშვი და დამატებითი მედიკამენტი არ სჭირდება. ახლა ველოდებით, ცოტა შეღვიძების მომენტი ჰქონდათ დღეს. ხელ-ფეხი შესამჩნევად გაამოძრავა. გონზე არ არის ჯერ, წამლების ქვეშ არის გაბრუებული და უბრალოდ ეცადა წამოეწია თავი, და ხველა და ისევ დააძინეს. რეფლექსებს აკვირდებიან ცხრა დღის განმავლობაში, სედაციის ქვეშ უნდა იყოს, რომ ტვინმა დაისვენოს. ჯერ მეოთხე დღეა. მართვით სუნთქვაზე იმიტომ ჰყავთ, რომ ყველანაირი რესურსი რაც აქვს ბავშვს, შეინარჩუნოს, არ დაიღალოს. ტვინმა უნდა დაისვენოს და როგორმე აღდგეს. როგორც ექიმები მეუბნებიან, ბავშვებს ამ ასაკში რეგენერაციის უნარი კარგი აქვთ.

- საზღვარგარეთ მკურნალობას თუ განიხილავთ?

- დიახ, თვალის შიდა ბუდე არის მოტეხილი და ძვალი ისეთ ადგილას არის ჩაჭედილი, ვერ იღებენ. თან ახლა შეუძლებელია იმიტომ რომ და ღია აქვს ჭრილობა და ფიზიკურად ვერ ამოიღებენ. ძვლის ის ნაწილი რაც არის დარჩენილი, თვალს აწვება და ჩაყოლებული აქვს ნერვი, რაც მომავალში იმოქმედებს მხედველობაზე. ასევე მოტეხილი აქვს თავის ქალას შუბლის არე, ორივე საფეთქელი, ცხვირი, ამ ყველაფერს საზღვარგარეთ რეაბილიტაცია სჭირდება. უკვე გადაგზავნილი მაქვს საფრანგეთშიც და თურქეთშიც საბუთები, მაგრამ ამ მდგომარეობაში ტრანსპორტირება არ შეიძლება დიდი რისკია.

- ხატია, რა მოხდა იმ დღეს?

- თელავში ვცხოვრობთ, მაგრამ ახმეტის რაიონში ახშაანში ვიყავით. ორი შვილი მყავს, მეორე უფროსი, რამდენიმე წელია რაც კვადრო გვყავს. იმ დღეს სახლში ვიყავით, მეგობრის შვილი მყავდა სტუმრად. როდესაც ეს მოხდა, ჩემი შვილი უკან იჯდა, სტუმარმა ბავშვმა სთხოვა, გამატარებინეო. მან საჭეზე თავი გაიმაგრა და ჩემი შვილი კედელს შეასკდა. ისეთ დღეში გაგვატარეს. რად უნდოდათ კვადროო, ძალიან კარგად განვითარებული ბავშვია, კვადროსაც ატარებს, ენებიც იცის და ძალიან კარგად სწავლობს. ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი, არასოდეს მარტო არ ვტოვებდი, უბრალოდ სულ ორი წუთი საპირფარეშოში გავედი და სანამ გამოვედი, ეს მოხდა; ისიც სხვა იჯდა და მაგიტომ.

- მეორე ბავშვი როგორ არის?

- ყბა ჰქონდა მხოლოდ მოტეხილი, ოპერაცია გაუკეთეს, გუშინ გაწერეს უკვე, იაშვილში იწვა და სახლში გადაიყვანეს, უკვე კარგად არის. უამრავი ადამიანი გამოგვეხმაურა, მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს ვინც ერთი მესიჯიც კი მომწერა და მოიკითხა ჩემი შვილი და თუნდაც ფინანსურად 1 თეთრისთვისაც კი. მადლობას ვუხდი ყველას მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება ეს სიკეთე და ვლოცულობ ყველასთვის.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ ანგარიშის ნომრებზე:

საქართველოს ბანკი: GE50BG0000000160902055

თიბისი ბანკი: GE68TB7140245068100026 მიმღები:

ხატია დუდაური (დედა) პ/ნ: 08001034977