ავტორი:

"აივი, ავა და მე" - III სეზონის საზეიმო ჩვენება კავეაში 6 ივნისს კავეაში გაიმართა

"აივი, ავა და მე" - III სეზონის საზეიმო ჩვენება კავეაში 6 ივნისს კავეაში გაიმართა

YouTube-საბავშვო პროექტის "აივი, ავა და მე" მესამე სეზონის საზეიმო ჩვენება, რომელიც პატარა სტუმრებისთვის ნამდვილ ფერად დღესასწაულად იქცა. ღონისძიებაზე სტუმრებს საყვარელი მულტფილმების გმირები დახვდნენ. მათთან ერთად ბავშვებს ასევე შეხვდნენ გადაცემის მთავარი გმირებიც — აივი, ავა და ბებო მეკო, რომელსაც მსახიობი ნანა დათუნაშვილი, გადაცემის "მეკოს ზღაპრების“ ნაწილში განასახიერებს.

ყველანი ერთად პატარებს მხიარული, თბილი და ჯადოსნური გარემოთი უმასპინძლდნენ, სადაც თამაში, გართობა და ახალი სეზონის მოლოდინი ერთ დიდ დღესასწაულად გადაიქცა. ღონისძიების ფარგლებში წარდგა მაყურებლის წინაშე მთელი შემოქმედებითი გუნდი, რომელმაც მესამე სეზონზე იმუშავა. პროექტის იდეისა და სცენარის ავტორია ნანუკა გოგიჩაიშვილი.

მისი თქმით, „აივი, ავა და მე“ არის საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ბავშვებს ეხმარება პირადი საზღვრების გააზრებაში, საკუთარი თავის დაცვაში, უნარების განვითარებასა და თავდაჯერებულობის გაძლიერებაში. თითოეული ეპიზოდი დატვირთულია შემეცნებითი თამაშებითა და პრაქტიკული რჩევებით, რაც ბავშვებს რთულ თემებს მარტივად და გასაგებად აწვდის.

ნანუკას ინსპირაცია მამის "გოგიჩასადმი" არსებული სიყვარულის გაგრძელებაა. ზრუნვა პატარა ადამიანებზე ისეთივე, პასუხისმგებლობით , როგორც თავად უდგება საკუთარი შვილების განვითარებას და იცავს გარე გამოწვევებისგან და საფრთხეებისგან. ახალი სეზონის ჩვენების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმ დიდი შემოქმედებითი გუნდის წარმოჩენა და საჯარო მადლიერების გამოხატვა, რომელიც ერთობლივად ქმნის სივრცეს, სადაც ბავშვების განვითარება, უსაფრთხოება და პოზიტიური ღირებულებები პრიორიტეტულია. მესამე სეზონის მთავარი გზავნილი უცვლელია — „შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ“. ეს იდეა პროექტის თითოეულ დეტალში იგრძნობა და ხაზს უსვამს რწმენას, რომ ცვლილება იწყება ბავშვებიდან — ცოდნით, სიკეთითა და ერთმანეთის მხარდაჭერით.