თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალერგოლოგია-იმუნოლოგიის რეზიდენტებმა საერთაშორისო წარმატებას მიაღწიეს.
ნათია გვილავასა და მარიამ შუბითიძის გუნდი ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის თასის (WAO CUP) სადებიუტო გათამაშების ფინალში მონაწილეობის მისაღებად ოფიციალურად მიიწვიეს. ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციის თასის საორგანიზაციო კომიტეტმა თსსუ-ის რეზიდენტებს ოფიციალური წერილით მიულოცა კონკურსის ბოლო ეტაპზე საასპარეზოდ შერჩევა.
პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი „WAO CUP“ 2026 წლის 15 ოქტომბერს, იაპონიის ქალაქ კიოტოში JSA/WAO/APAPARI ერთობლივი კონგრესის ფარგლებში ჩატარდება.
ასპარეზობის დასრულებისთანავე მოეწყობა საზეიმო მიღება, რომელზე დასწრებაც კონგრესის ყველა დელეგატს შეეძლება.
NS