ევროპელები ომის გაგრძელებაზე არიან ორიენტირებული და არა სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
"მთავარი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, რომ ევროპელები ბევრად უფრო მეტად არიან ორიენტირებული ომის გაგრძელებაზე, ვიდრე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე“, - განაცხადა პესკოვმა.
"რაც შეეხება ევროპელების შუამავლობის როლს, ისინი ამისთვის მზადყოფნისგან შორს არიან. შუამავლობის დაწყება რუსეთისთვის რაიმე სახის წინაპირობის წაყენებით ალოგიკურია და ეს ჩვენთვის მიუღებელია“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.