მოსკოვის ოლქში, ბალაშიხაში, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისთვის განკუთვნილ მიკრორაიონში, მანქანის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი, მანქანის მძღოლი დაიღუპა.
- თვითმხილველებისა და Telegram-არხების ცნობით, აფეთქება დილით ადრე, BMW X3 - ის მარკის ავტომობილის უკანა ნაწილში მოხდა. მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ის გზის პირას გაჩერებულ სხვა ავტომობილს შეეჯახა. გამვლელებმა მძღოლი სალონიდან გამოიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დაღუპულის ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ სახელდება, თუმცა მთელი რიგი ონლაინ მედიასაშუალებების ინფორმაციით, ის შესაძლოა, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-ლეიტენანტი ყოფილიყო.

- შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. “Telegram“ -არხ “Shot“-ის მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანის უკანა სავარძელზე იყო დამონტაჟებული, სხვა ვერსიით კი ის გზაზე ან გზის პირას იყო დამალული.
ბალაშიხაში მომხდარი აფეთქების ადგილი სულ რაღაც რამდენიმე ასეული მეტრითაა დაშორებული იმ წერტილიდან, სადაც გასული წლის აპრილში, ანალოგიურად, მანქანის აფეთქებისას გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკი დაიღუპა.
მოსკალიკი რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. ის რუსული მხრიდან რეგულარულად მონაწილეობდა მოლაპარაკებებში და იმ საკონტაქტო ჯგუფში შედიოდა, რომელიც მინსკის პროცესის ფარგლებში უკრაინის კონფლიქტის დარეგულირებაზე მუშაობდა.
წყარო