ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზას დაარტყეს, სადაც აშშ-ის ძალები არიან განლაგებულები.
ამასთან, ქუვეითის არმიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქვეყანაში სირენების ხმა ისმოდა და მოსახლეობას უსაფრთხო ადგილას გადასვლისკენ მოუწოდეს.
"ამჟამად ქუვეითის საჰაერო თავდაცვის სისტემები მტრულ საჰაერო სამიზნეებს დამტკიცებული ოპერატიული პროცედურების შესაბამისად იგერიებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
"ბრძოლის ველზე განცდილი მარცხის მიუხედავად, აშშ-მა ჩვენი სიმტკიცის გამოცდა გადაწყვიტა, ჩვენი ძლიერი შეიარაღებული ძალები არცერთ თავდასხმას ან საფრთხეს უპასუხოდ არ დატოვებს. თუ გსურთ უსაფრთხოდ იყოთ, დატოვეთ ჩვენი რეგიონი. სპარსეთის ყურის ისტორია მრავალ თავს მოიცავს შემოჭრილი გარეშე პირების სავალალო ბედის შესახებ“, - აცხადებს არაღჩი.
"ცენტრალური სარდლობის ძალებმა ჰორმუზის სრუტის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ირანის საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, სახმელეთო მართვის სადგურებსა და სადაზვერვო რადარებს ზუსტი საბრძოლო საშუალებებით დაარტყეს. დარტყმები აშშ-ის საჰაერო ძალებისა და სამხედრო-საზღვაო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავებიდან განხორციელდა“, - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ X-ზე.
აშშ-ის სამხედრო ძალებმა განაცხადეს, რომ დარტყმები წარმოადგენს "პროპორციულ პასუხს“ რეგიონულ წყლებში აშშ-ის ძალებსა და საერთაშორისო გემებზე ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებზე.