თუ ბინას თბილისის ცენტრში, თუმცა მწვანე ნარგავების გარემოცვაში ეძებთ, დევარტ გრინ გარდენსი თქვენს ორივე მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ეს არის პირველი მულტიფუნქციური პროექტი, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროს ფილტვებად წოდებულ ხუდადოვის ტყე-პარკთან, სამურზაყანოს #39-ში ხორციელდება.
საცხოვრებელი კომპლექსიდან სულ რაღაც 15 წუთში მოხვდებით თავისუფლების მოედანზე, სადგურის მოედანსა და ქარვასლასთან - 3 წუთში, ხოლო ჩიტაიას მოედანზე (საბჭოს მოედანი) კი - მხოლოდ 4 წუთში.
პროექტის დეტალები
კომპლექსი ხორციელდება 12 000 კვ.მ. ფართობზე, რომელიც მოიცავს ორ საცხოვრებელ ბლოკსა და 8 000 კვ.მ. კეთილმოწყობილ შიდა ეზოს, სადაც დამატებით 100 ხე-მცენარე დაირგვება. ამჟამად ა ბლოკი დასრულებულია, ბ ბლოკი კი - დასკვნით ეტაპზეა.

დევარტ გრინ გარდენსი საშუალებას მოგცემთ, იცხოვროთ ქალაქის ცენტრში, თუმცა სიმშვიდესა და სუფთა ჰაერზე. აქ თბილისის სხვა უბნებთან შედარებით ტემპერატურული სხვაობა 2-3 გრადუსია, რაც ზაფხულის ცხელ დღეებს მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ.
კომპლექსში ცხოვრებას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის პანორამული ხედები თბილისსა და ხუდადოვის ტყეზე. 100-წლოვანი წიწვოვანი ნარგავები კი, რომლითაც საცხოვრებელი სივრცეა გარშემორტყმული, უზრუნველყოფს ჯანსაღ და სუფთა ჰაერს.

კომპლექსის მიმდებარედ დედაქალაქის მერიამ დაიწყო ხუდადოვის ტყის აღდგენა-განახლებისა და პარკის მოწყობის სამუშაოები, რაც მნიშვნელოვნად განავითარებს ჩუღურეთის რაიონს როგორც ინსტრასტრუქტურული, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისით. აღნიშნული პროექტი უბანს რეგიონში ერთ-ერთ მთავარ მწვანე ზონად აქცევს.
თბილისში უძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების გათვალისწინებით, ჩუღურეთის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, სავარაუდოა, რომ დევარტ გრინ გარდენსში არსებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება.
დევარტ გრინ გარდენსში სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა ობიექტი და სერვისი, მათ შორის: საცურაო აუზი, სავარჯიშო და შეხვედრების სივრცეები და სხვა. კომპლექსს აქვს 24-საათიანი დაცვის სისტემაც, რაც დამატებითი სიმშვიდის გარანტია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის.

მშენებლობის ხარისხი და ჩაბარების კონდიცია
დევარტ გრინ გარდენსის კონცეფცია ეფუძნება ურბანული სივრცისა და ბუნებრივი ლანდშაფტის ჰარმონიულ თავსებადობას, რაც მობინადრეებს დედაქალაქის ცენტრში ცხოვრების სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას შეუქმნის. პროექტის მშენებლობისას დაცულია ბუნებრივი მწვანე საფარი, ირგვება ხუდადოვის ტყის კლიმატისა და ნიადაგის შესაბამისი მცენარეები და მშენებლობა ხორციელდება მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა მასალებით, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს.
აღსანიშნავია, რომ ბინები ბარდება მწვანე კარკასის მდგომარეობით. ხელმისაწვდომია ფართები 55 კვ.მ.-დან. კვადრატული მეტრის ღირებულება კი 1050$-დან იწყება.

დევარტ გრინ გარდენსი ჩაბარების შემდეგ
გადახდის პირობები
დევარტ გრინ გარდენსში ბინის შეძენა შესაძლებელია ნებისმიერი ბანკის იპოთეკური სესხით, შემოსავლების დადასტურების გარეშე. ამასთან, ერთიან გადახდებზე მოქმედებს ფასდაკლებები.
კომპლექსში უძრავი ქონების შეძენა შესაძლებელია სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამითაც, თუ ოჯახს ჰყავს 1 წლამდე შვილი.

დევარტ გრინ გარდენსი ჩაბარების შემდეგ
დევარტ გრინ გარდენსი - სახლი ქალაქის ცენტრში, ტყე-პარკთან ახლოს.
პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ან სასურველი ბინის შესარჩევად ეწვიეთ დევარტ გრინ გარდენსის ვებგვერდსა და ფეისბუქის გვერდებს ან დარეკეთ ნომერზე: 510 10 11 22
R