შეიარაღებული თავდასხმა სამხრეთ აფრიკაში - მოკლულია 12 ადამიანი
სამხრეთ აფრიკაში სროლის შედეგად თორმეტი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სამხრეთ აფრიკის პოლიციის ცნობით, შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი იოჰანესბურგის კლივლენდის დასახლებაში გახსნეს, რის შედეგადაც თორმეტი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა.
პოლიციის განცხადებით, თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი ავტომობილით დატოვეს. მათზე ძებნა გამოცხადდა.