"ხომ არ იგეგმება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის რეაბილიტაციის შემდგომ, რიკოთის მაგისტრალის ფასიან მონაკვეთად გადაკეთება?“ - ამის შესახებ საუბარია „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ (TCRC) მიერ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ მასალაში.
თუმცა, მათივე განმარტებით, უწყების ოფიციალურ განცხადებებში საგზაო მონაკვეთის „ალტერნატიულობაზე“ აქცენტირება აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ეს ყველაფერი რიკოთის მაგისტრალზე ფასიანი სისტემის შემოღებისთვის მზადებას უკავშირდება.
„სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ საგზაო და ლოგისტიკის ექსპერტების მოსაზრებებს გვთავაზობს, სადაც ისინი ქვეყნის ძირითადი მაგისტრალების ფასიან მოდელზე გადასვლის პერსპექტივებს, არსებულ ალტერნატივებსა და ფინანსურ რეალობას აფასებენ.
„ახლახან ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელიც შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების გომი - საჩხერე - ჭიათურა - ზესტაფონის გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროცესის დაჩქარებას ეხებოდა.,,განაგრძეთ კითხვა