ავტორი:

მკვლელობა ზუგდიდში - მეზობელმა მეზობელი მოკლა

მკვლელობა ზუგდიდში - მეზობელმა მეზობელი მოკლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 55 წლამდე კაცს 70 წლამდე კაცმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

  • გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მკვლელობის მოტივი და დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.