ავტორი:

"10 წლის ანდრიას, რომელსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს, ოცნებად ხვიჩა კვარაცხელიას გაცნობა ჰქონდა…" - "კვარამ" მას ოცნება აუხდინა (ვიდეო)

"10 წლის ანდრიას, რომელსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს, ოცნებად ხვიჩა კვარაცხელიას გაცნობა ჰქონდა…" - "კვარამ" მას ოცნება აუხდინა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელია შეხვდა 10 წლის ანდრიას, რომელსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს.

როგორც GeoTeam წერს ანდრიას ოცნება ხვიჩას გაცნობა იყო, კვარაცხელიამ კი მას ოცნება აუხდინა.

"10 წლის ანდრიას, რომელსაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს, ოცნებად ხვიჩა კვარაცხელიას გაცნობა ჰქონდა…კაპიტანმა ანდრიას სახლში მიაკითხა და ოცნება აუხდინა", - წერს Geo Team.