რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ წარდგენილი სანქციების ახალი პაკეტი საქართველოდან კრიპტოპლატფორმებს მოიცავს, - ინფორმაციას გამოცემა Financial Times -ი ავრცელებს.
სანქციების ახალ პაკეტში 31 რუსული ბანკი, მესამე ქვეყნის 20 ნავთობმოვაჭრე ობიექტი, ასევე კრიპტო კომპანიები და პლატფორმები შედის.
"მათ ბრალად ედებათ დასანქცირებული ობიექტებისთვის მომსახურების გაწევა ან მათთვის ევროკავშირის შეზღუდვებისთვის გვერდის ავლაში დახმარება. ეს მოიცავს 4 ბანკს ყირგიზეთიდან, მონღოლეთიდან და ინდოეთიდან; 11 კრიპტოპლატფორმას ბელარუსიდან, საქართველოდან, ნიგერიიდან, პანამიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და მარშალის კუნძულებიდან; ასევე, 5 ნავთობმოვაჭრეს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან“, - განუცხადეს გამოცემას ოფიციალურმა პირებმა.
შეგახსენებთ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 21-ე პაკეტი გუშინ წარადგინა.