ავტორი:

"ძალიან შეყვარებული ვარ... ზოგჯერ ძალიან მაღლა ვფრინავ, თავს სრულყოფილად ვგრძნობ" - რას ამბობს კეტი პერი ჯასტინ ტრუდოსთან რომანზე

"ძალიან შეყვარებული ვარ... ზოგჯერ ძალიან მაღლა ვფრინავ, თავს სრულყოფილად ვგრძნობ" - რას ამბობს კეტი პერი ჯასტინ ტრუდოსთან რომანზე

კეტი პერიმ პირად ცხოვრებაში მომხდარ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რთული პერიოდის შემდეგ თავს გაცილებით ბედნიერად და სრულყოფილად გრძნობს.

  • მომღერალმა ეს განცხადებები ნიუ-იორკში, თავისი ფილმის "Katy Perry: Lifetimes Tour - Live From Paris“ პრემიერაზე გააკეთა. ღონისძიებაზე პერიმ აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი გამოწვევის გადალახვა მოუწია.

"91 კონცერტის დასრულების შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრების ბევრ სფეროში უფრო მიზანდასახულად ვგრძნობ თავს. ძალიან შეყვარებული ვარ", - განაცხადა მომღერალმა.

მისი თქმით, ტურნეს დიდი ნაწილი სწორედ იმ პერიოდში ჩატარდა, როდესაც მის ცხოვრებაში ახალი სიყვარული გამოჩნდა.

"ეს შოუ ჩემი ცხოვრების სიყვარულის გაცნობის შემდეგ შეიქმნა და ამიტომ მასთან განსაკუთრებული ემოციური კავშირი მაქვს. ზოგჯერ ძალიან მაღლა ვფრინავ და მჭირდება რაღაც, რაც მიწაზე დამაბრუნებს. ახლა ეს საყრდენი მაქვს და თავს უფრო სრულყოფილად ვგრძნობ", - თქვა პერიმ.

  • მომღერალმა ასევე გაიხსენა გასული წლის რთული პერიოდი, როდესაც პირად ცხოვრებაში სირთულეებს უმკლავდებოდა. მისი თქმით, მიუხედავად ემოციური გამოწვევებისა, ტურნეს გაგრძელება შეძლო, რადგან ეს პირობა საკუთარ თავს, ქალიშვილსა და გულშემატკივრებს მისცა.

"ტკივილი და სევდა ყველას ცხოვრებაში მოდის, თუმცა მნიშვნელოვანია, არ გაჩერდე. თუ ჯოჯოხეთს გადიხარ, გზა უნდა განაგრძო, რადგან მის მეორე მხარეს უკეთესი დღეები გელოდება", - აღნიშნა მან.

  • ინტერვიუში მომღერალმა ასევე ხუთი წლის ქალიშვილზე, დეიზიზეც ისაუბრა, რომელიც ხშირად ახლავს ტურნეების დროს. პერის აზრით, შვილებისთვის მნიშვნელოვანია, მშობლები ბედნიერ, თავდაჯერებულ და დამოუკიდებელ ადამიანებად დაინახონ.

"თუ მე ავთენტური, თავისუფალი და საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიით ვცხოვრობ, ჩემი ქალიშვილისთვის ეს მაგალითი იქნება. ვფიქრობ, ეს ნებისმიერი მშობლისთვის მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაა:, - თქვა მომღერალმა.

ცნობისთვის კეტი პერი კანადის ყოფილ პრემიერ მინისტრს, ჯასტინ ტრუდოს ხვდება. ჯასტინი ხშირად ჩნდება საყვარელ ქალთან ერთად სხვადასხვა ფილმი პრემიერაზე, წითელ ხალიჩაზე.

წყარო