ირანს მოლაპარაკებებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდა, ახლა ეს ძვირად დაუჯდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, „ირანი ბევრს საუბრობს, მაგრამ არ მოქმედებს“.
"ახლო აღმოსავლეთის მჩაგვრელი მკვდარია. მათ შეთანხმების მისაღწევად მოლაპარაკებებისთვის ძალიან დიდი დრო დასჭირდათ, შეთანხმების, რომელიც მათთვის შესანიშნავი იქნებოდა, ახლა ეს ძვირად დაუჯდებათ“, - აცხადებს ტრამპი.