პირველი, რასაც გავაკეთებ, ოჯახსა და მონატრებულ ადამიანებს ჩავეხუტები, - ამის შესახებ 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლებულმა ბექა ქელეხსაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დარჩენილებს, მალე გათავისუფლებას ვუსურვებ მათ, უფალი იყოს მათი მფარველი.
რთული იყო ჩემთვის [პატიმრობა], მაგრამ თავისუფლების ფასი ყველა სირთულეზე დიდია, თავისუფლება არის ყველაზე დიდი რამ.
...ბრალს ვეთანხმები.
პირველი, რასაც გავაკეთებ, ოჯახსა და მონატრებულ ადამიანებს ჩავეხუტები“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, აპირებს თუ არა საპროტესტო აქციებზე დაბრუნებას, თუ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევად არ ჩაეთვლება, ქელეხსაშვილმა უპასუხა, რომ ჯერ არ იცის და ამაზე იფიქრებს.