ბსუ-ს საერთაშორისო პროექტის MACRO CLEAN (BSB00584) ფარგლებში, 5 ივნისს ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია ჩატარდა

ბსუ-ს საერთაშორისო პროექტის MACRO CLEAN (BSB00584) ფარგლებში, 5 ივნისს ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია ჩატარდა

2026 წლის 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის მიერ, საერთაშორისო პროექტის MACRO CLEAN-ის ფარგლებში, ზღვის სანაპიროს დასუფთავების აქცია, ჩატარდა რომელშიც 100 მეტი ბსუ-ს სტუდენტი და ბათუმის საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.

დასუფთავების ტერიტორიად შერჩეული იქნა აეროპორტის მიმდებარე ზღვის სანაპირო, სადაც აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა აქტივობები იქნა ორგანიზებული. მათ, შორის:

  • ზღვის სანაპიროს დასუფთავება - სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიების პირველ ნახევარში დაასუფთავეს ზღვის სანაპირო
  • მოწვეული მყვინთავების ჩართულობით ზღვაში არსებული ნარჩენების მოგროვება
  • მოწვეულმა სპიკერებმა (გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ექსპერტები) აქციაში მონაწილე სტუდენტებს და მოსწავლეებს გააცნეს ინფორმაცია ზღვის დაბინძურების საკითხების და მათი მოგვარების შესაძლო გზების შესახებ. ასევე ჩატარდა მცირე ვიქტორინა აღნიშნულ საკითხებზე
  • არტ-დიზაინერების ჩართულობით სანაპიროზე შეგროვებული ნარჩენებისგან გაკეთდა არტ-ინსტალაციები, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ სტუდენტები.

პროექტის ფარგლებში სამომავლოდაც მრავალი საინტერესო აქტივობაა ამ კუთხით დაგეგმილი, მათ შორის ტრენინგების ციკლი სტუდენტების, სახელმწიფო და კერძო სექტორის სტეიკჰოლდერებისთვის.

პროექტი MACRO CLEAN (BSB00584) „მაკრო წყალმცენარებიის კვლევა, დასუფთავების მეთოდოლოგიები, ეკონომიკური ვალორიზაცია და საპილოტე გამოყენება“ ხორციელდება ევროკავშირის თანადაფინანსებით, შავი ზღვის აუზის Interreg NEXT ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. პროექტის პარტნიორები არიან - სინოპის უნივერსიტეტი (თურქეთი) - პროექტის ლიდერი პარტნიორი, მარმარის რეგიონის მუნიციპალიტეტების გაერთიანება (თურქეთი), ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო), შუმენის უნივერსიტეტი (ბულგარეთი)

პროექტის მიზნები მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებას წყალმცენარეების ევტროფიკაციაზე ზემოქმედების შესასწავლად, შესაბამისი ლაბორატორიული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზღვის მცენარეების ეკონომიკური სარგებლის გაზრდას სასუქებსა და ბიოპლასტიკურ წარმოებაში. მოიცავს ცნობიერების ამაღლებას და ამ პროცესში დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის წახალისებას.

პროექტის საიტი - https://macroclean.org

R