ავტორი:

“ძროხის გულისთვის დაიწყო დაპირისირება, ამაზე აყოლიან ერთმანეთს...“ - ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ: მოგვიანებით ეჭვიმტანილი გარდაცვლილი იპოვეს

“ძროხის გულისთვის დაიწყო დაპირისირება, ამაზე აყოლიან ერთმანეთს...“ - ახალი დეტალები ზუგდიდში მომხდარი მკვლელობის შესახებ: მოგვიანებით ეჭვიმტანილი გარდაცვლილი იპოვეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობელმა მეზობელი მოკლა. არსებული ინფორმაციით, 55 წლამდე კაცს 70 წლამდე კაცმა სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით მიაყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის კაცი საკუთარი სახლის დამხმარე ნაგებობაში გარდაცვლილი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან თავი მოიკლა.

55 წლის ედიშერ შამუგია, რომელიც მეზობელმა მოკლა. ფოტო: ტვ პირველი

როგორც “ტელეკომპანია პირველთან“ მოკლულის მეზიბლები აცხადებენ, სავარაუდოდ მოტივი იყო წარსულში არსებული დაპირისპირება, რომელიც სისხლიანი გარჩევით დასრულდა.

“დღეს დილით მოხდა მვლელობა. ძროხის გულისთვის დაიწყო დაპირისირება, წაიყვანე შენი ძროხაო და ამაზე აყოლიან ერთმანეთს. შარშანაც მოხდა მათ შორის დაპირისპირება. გზაზე მომხდარა ჩხუბი. გარდაცვლილი ახლა არის წაყვანილი ექსპერტიზაზეო...“ - აცხადებენ მეზობლები.

შსს-მ ამომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.