როდის ვბერდებით? ახალმა კვლევამ ზუსტი ასაკი გამოავლინა. 2 000-ზე მეტი ბრიტანელის გამოკითხვის თანახმად, ადამიანი მოხუცად 69 წლიდან მიიჩნევა.
ეს შედეგები ალბათ არც ისე სასიამოვნო იქნება 69 წლის ასაკის მქონე ისეთ ვარსკვლავებისთვის, როგორიც ტომ ჰენკსი, კიმ კეტრალი და სტივ ჰარვია.

კვლევის ფარგლებში, კომპანია “Seven Seas“ -მა ათასობით ბრიტანელი ზრდასრული გამოკითხა იმის გასარკვევად, თუ როდის იწყება, მათი აზრით, დაბერების პროცესი. წინა კვლევები აჩვენებდა, რომ ხანდაზმულობის ასაკი ჯერ კიდევ 62 წლიდან იწყებოდა, თუმცა ახალი მონაცემები მოწმობს, რომ ბრიტანელების დამოკიდებულება ასაკის მიმართ იცვლება.
“მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი სიბერის ცნების უფრო და უფრო შორს, მომავალში გადავადებისკენ არის მიდრეკილი, მონაცემები აჩვენებს, რომ ბევრი ჩვენგანი მაინც აგვიანებს იმ ჩვევების გამომუშავებას, რაც ჯანსაღ დაბერებაში გვეხმარება და თუ 69 წელი მართლაც ახალი “სიბერეა“, მაშინ ჩვენს მომავალ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ხვალ კი არა, დღესვე უნდა დავიწყოთ“, - განმარტავს ველნეს-ექსპერტი და ჯანმრთელობის ქოუჩი დონა ბარტოლი.
წინა კვლევებმა მკაფიო განსხვავება იმაშიც გამოავლინა, თუ როგორ აღიქვამენ დაბერებას სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები.
უახლესმა გამოკითხვამ, რომელშიც 4 000 ადამიანი მონაწილეობდა, აჩვენა, რომ იმ დროს როდესაც “ბეიბი ბუმერები“ (დაბადებულები 1946–1964 წლებში) მიიჩნევენ, რომ სიბერე 67 წლიდან იწყება, მათი შვილები და შვილიშვილები ამ ზღვარს ბევრად უფრო ახალგაზრდა ასაკში ხედავენ.
ისეთი ცნობილმა ადამიანებმა, როგორიც მაგალითად მიშელ ობამა, ბრედ პიტი, და ლიზა კუდროუ არიან უკვე 62 წელს გადააბიჯეს და ოფიციალურად უკვე “მოხუცთა“ კატეგორიაში შედიან.


ტექნოლოგიებთან ადაპტაციის სირთულეები სამი წლით ადრე, 59 წლიდან იწყება.
56 წლის ზემოთ ადამიანი თანამედროვე მოდასა და სამოსს ვეღარ „ერგება“.

კამპანიის “Age Without Limits“ („ასაკი საზღვრების გარეშე“) თანახელმძღვანელი კატრინ კროუშოუ აღნიშნავს: „ასაკთან და დაბერებასთან დაკავშირებულ შეხედულებებში ხშირად ვხედავთ რეალურ შიშს, გარკვეული ასაკის მიღწევა ადამიანებს ჯერ კიდევ ადრეულ ახალგაზრდობაში ეშინიათ. თუმცა, როდესაც ამ ეტაპებს ვაღწევთ, რეალობასთან შეჯახებისას ეს შიშები და საფიქრალი უკვე ქარწყლდება. მთელი ცხოვრების მანძილზე ასაკობრივი სტერეოტიპების (ეიჯიზმის) ქვეშ ყოფნა, როდესაც მაგალითად 10 წლის ბავშვებსაც კი სურთ დაბერების საწინააღმდეგო მაკიაჟის შეძენა, ადამიანებს მომავალზე ზედმეტად პესიმისტურ წარმოდგენას უქმნის.“
მიუხედავად იმისა, რომ Z თაობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ 50 წელს გადაცილებულ ადამიანებს ტექნოლოგიებთან ფეხის აყოლება უჭირთ, მათ უფრო თანაგრძნობით აღსავსე და პოზიტიური ხედვა აქვთ ასაკოვანი მუშახელის მიმართ, ვიდრე თავად ბუმერებს. ახალგაზრდები მიიჩნევენ, რომ ამ ასაკის ადამიანები დამსაქმებლებისთვის მაინც სასურველი კადრები არიან.