იაპონიაში სულ უფრო მეტი ადამიანი გამოხატავს უკმაყოფილებას იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოციალურ ქსელებში პოპულარული ანიმეს და მანგას პერსონაჟებს იყენებს.
გულშემატკივრების პროტესტი მარტიდან, მას შემდეგ დაიწყო, როდესაც მათ შეამჩნიეს, რომ აშშ-ს პრეზიდენტი პოსტებში იაპონური ანიმაციის ისეთ საკულტო გმირებს იყენებდა, როგორებიც ნარუტო, პიკაჩუ და იუ-გი-ო (Yu-Gi-Oh!) არიან.
პეტიცია პირველად მარტში გამოჩნდა, მას შემდეგ რაც თეთრი სახლის ოფიციალურმა გვერდმა X-ზე ვიდეოები გამოაქვეყნა, რომელშიც ირანზე აშშ-ის სამხედრო დარტყმების კადრები Yu-Gi-Oh!-ისა და Dragon Ball-ის ეპიზოდებთან იყო შეხამებული.
ერთი დღით ადრე ამავე ანგარიშზე გამოქვეყნდა ფოტო ლოზუნგით Make America Great Again, რომელიც ვიდეოთამაშ Pokémon Pokopia-ს კადრებს ეფუძნებოდა.
გასულ შაბათს კი ტრამპმა პლატფორმა “Truth Social“ -ზე ვიდეო გააზიარა, სადაც საკუთარი თავი ნარუტო უზუმაკიდ წარმოაჩინა.

პეტიციის ხელმომწერები და სხვა გულშემატკივრები აღნიშნავენ, რომ ეს პერსონაჟები მსოფლიო აუდიტორიას სიმამაცის, მეგობრობისა და შეუპოვრობის მნიშვნელობას უზიარებენ, ტრამპის მიერ მათი ამგვარი გამოყენება კი ეწინააღმდეგება ავტორთა თავდაპირველ ჩანაფიქრს.
თუმცა ფანების მცირე ნაწილმა ტრამპის ქმედებას მშვიდად შეხედა. X-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ეს ფაქტი “სასაცილოდაც“ კი მიიჩნია, სხვამ კი დაწერა რომ “ამაყობს იმ ფაქტით, რომ ამერიკის პრეზიდენტმაც კი იცის ნარუტო“.