ავტორი:

"რეგიონს ჯოჯოხეთად გიქცევთ" - აშშ-ის დარტყმები ირანზე და ირანის საპასუხო იერიში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკელების ბაზებზე: ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაიკეტა

"რეგიონს ჯოჯოხეთად გიქცევთ" - აშშ-ის დარტყმები ირანზე და ირანის საპასუხო იერიში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ამერიკელების ბაზებზე: ჰორმუზის სრუტე კვლავ ჩაიკეტა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი ტალღა განახორციელეს.

  • "CENTCOM-ის ძალებმა ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობებზე, საკომუნიკაციო სისტემებსა და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს მთელ ირანში. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსმა, საჰაერო ძალებმა და საზღვაო ძალებმა ზუსტი ჭურვები ესროლეს ირანულ სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ აშშ-ის ძალებს და რეგიონულ წყლებში ტრანზიტით მყოფ საერთაშორისო კომერციულ გემებს“, - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

მათი მტკიცებით, დარტყმები ირანის აგრესიის საპასუხო ქმედება იყო.

ირანის სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის, ცნობით, აშშ-ის მიერ განხორციელებული შედეგად, ჰორმოზგანის პროვინციაში, ქალაქ კარგანში, ორი ადამიანი დაშავდა.

  • თავის მხრივ, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე ყველა გემისთვის ჩაიკეტა.

ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც აშშ-მა ირანზე დარტყმების ახალი ტალღა განახორციელა.

"რეგიონში არსებული არასტაბილურობის გამო, ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გამოცხადდა დახურულად ყველა გემისთვის, მათ შორის ნავთობტანკერებისა და კომერციული გემებისთვის. ნებისმიერი გემი, რომელიც სრუტის გადაკვეთას შეეცდება, სამიზნე იქნება“, - ნათქვამია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის კოსმოსური ძალების მეთაურის, სეიედ მაჯიდ მუსავის განცხადებით, ირანმა, შესაძლოა, ახლო აღმოსავლეთის რეგიონი ჯოჯოხეთად აქციოს, თუ ჰორმუზის სრუტე დაუცველი გახდება.

"თქვენ ჰორმუზის წმინდა სრუტეს დაუცველს ხდით?! რეგიონს ჯოჯოხეთად გიქცევთ მთელი ირანიდან“, - განაცხადა ირანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანში რამდენიმე სამიზნეზე იერიში მიიტანეს. მათი სამიზნე ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები იყო.