ავტორი:

"რაც ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის მოხდა, მხოლოდ ჩვენი საქმეა... ყველამ, ვინც მას შეურაცხყოფას აყენებს, იცოდეთ, რომ..." - რას წერს ილია თოფურია

"რაც ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის მოხდა, მხოლოდ ჩვენი საქმეა... ყველამ, ვინც მას შეურაცხყოფას აყენებს, იცოდეთ, რომ..." - რას წერს ილია თოფურია

ილია თოფურიას მოტივაცია ნამდვილად არ აკლია კვირას გასამართი მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დასაცავად. მოქმედი UFC-ის ჩემპიონი ყურადღებით ადევნებს თვალს ყოველ სიტყვას, რომელსაც მისი ოპონენტი, ჯასტინ გეიჯი, ვაშინგტონში დაგეგმილ "UFC Freedom 250“-ის ტურნირამდე ამბობს.

თოფურია მიიჩნევს, რომ გეიჯიმ ჩემპიონის მისამართით სიტყვიერი შერკინებისას ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა.

"ეს ბიჭი ერთი ჩვეულებრივი იაფფასიანი ტრიუკია და მეტი არაფერი. საკუთარ თავს მეფეს უწოდებს. ჰგონია, რომ ღმერთია. რა აუტანელი, მომაბეზრებელია. ვერც კი წარმომიდგენია მასთან ერთად ერთ ოთახში 30 წუთით ყოფნა და იმის მოსმენა, თუ როგორ ლაპარაკობს საკუთარ თავზე", - განუცხადა გეიჯიმ Fox Sports Australia-ს.

"მეც მივატოვებდი მას. სულ ესაა, რისი თქმაც მინდა. მეც მივატოვებდი", - თქვა გეიჯიმ და ამით ილია თოფურიასა და მისი ყოფილი ცოლის ურთიერთობას გაუსვა ხაზი.

ილიამ გეიჯის ამ კომენტარს სოციალურ ქსელ X-ზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

"ჯასტინმა წითელი ხაზი გადაკვეთა. რაც ჩემსა და ჩემს ყოფილ მეუღლეს შორის მოხდა, მხოლოდ ჩვენი საქმეა. შეიძლება ჩვენ აღარ ვართ ერთად, მაგრამ ის ჩემი ქალიშვილის დედაა. ყველას, ვინც მას შეურაცხყოფას აყენებს ან საუბრობს იმ თემებზე, რის შესახებაც წარმოდგენა არ აქვს, მოგიწოდებთ: გამოიჩინეთ ელემენტარული პატივისცემა. თქვენ არ ხართ ვალდებულნი, პატივი სცეთ ჩვენს ურთიერთობას, მაგრამ სხვისი დედის პატივისცემა ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ელემენტარული და მთავარი წესი უნდა იყოს", - წერს თოფურია.

მათი დაპირისპირება მედიაში ჯერ კიდევ გასულ კვირას დაიწყო, როდესაც გეიჯის მამამ, ჯონ რეიმ განაცხადა, რომ მისი შვილი მზად იყო მთავარ ბრძოლაში „"იდევ ერთი დაბალი ბიჭი“ ეცემა. თოფურიას ეს სიტყვებიც არ გამოჰპარვია და საპასუხოდ დაწერა, რომ გეიჯის მამას თვალნათლივ აჩვენებდა იმას, რაც მან (მამამ) სინამდვილეში ისედაც კარგად იცის.