ავტორი:

გოგონა, რომელიც ფანჯრიდან ვარდებოდა, სასწაულებრივად გადაარჩინეს - ლონდონში მომხდარი დრამატული ამბავი, ბედნიერი დასასრულით

გოგონა, რომელიც ფანჯრიდან ვარდებოდა, სასწაულებრივად გადაარჩინეს - ლონდონში მომხდარი დრამატული ამბავი, ბედნიერი დასასრულით

აღმოსავლეთ ლონდონში მომხდარი დრამატული შემთხვევა საბედნიეროდ, ტრაგედიით არ დასრულებულა - ფანჯრის რაფაზე ჩამოკიდებული პატარა გოგონა პოლიციელისა და გამვლელის სწრაფი რეაგირების წყალობით უვნებლად გადარჩა.

  • ინციდენტი ილფორდ ჰაი როუდზე მოხდა. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, როგორ არის ბავშვი შენობის ზედა სართულის ფანჯრის რაფაზე ჩამოკიდებული.

ქვემოთ, ქუჩაში შეკრებილი ადამიანები შეშფოთებით აკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას.

  • დაძაბული წუთების შემდეგ გოგონამ რაფაზე მოჭიდებული ხელები ვეღარ შეინარჩუნა და ქვემოთ ჩამოვარდა. თუმცა პოლიციელმა და მოქალაქემ მისი დაჭერა შეძლეს. მოგვიანებით გოგონა უსაფრთხოდ გადაიყვანეს შენობაში, სადაც მას ოჯახის წევრები და მაშველები დახვდნენ.

"გოგონა მორიგე ოფიცრისა და საზოგადოების წევრის დახმარებით უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. მას არანაირი დაზიანება არ მიუღია", აცხადებენ სამართალდამცავები.

წყარო