7 ივნისს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ თბილისიდან ლისისკენ მიმავალი ავტომობილი, რომელშიც 6 ადამიანი იჯდა, სიმაღლიდან ხევში გადავარდა და ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს.
გარდაცვლილები ახალგაზრდები არიან. ისინი ერთმანეთის მეგობრები იყვნენ.
მეხუთე გარდაცვლილი მარიამ ქადაგიძეა. სწორედ მისი შეყვარებულია პირი, რომელიც ავარიას გადაურჩა. მარიამის შესახებ წერს მისი ახლობელი:
"როცა ადამიანებთან გულწრფელი, სითბოთი და სიყვარულით სავსე ურთიერთობა გაკავშირებს, ისინი შენს გულში წარუშლელ კვალს ტოვებენ. დრო გადის, გზები იყოფა და თითქოს ეგუები მათ უმზერობას, თუმცა ინტერესდები მათი ნაბიჯებით, მიღწევებით, წარმატებებით...
თურმე ასეთი განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ჩემს გულში მარიამსაც. ერთ დროს ძალიან ახლობელს, ბოლო პერიოდში კი შორიდან სათუთად მოსაკითხს. სულ მაინტერესებდა მისი შემოქმედება, ის საოცარი, ინდივიდუალური სამყარო, რომელსაც თავისი ნახატებით ქმნიდა.ის იყო ერთ-ერთი იმ ხუთი სიცოცხლით სავსე ახალგაზრდას შორის, რომელთა სიცოცხლე დიდგორის გზაზე მომხდარმა ტრაგედიამ ასე უცებ და უსამართლოდ დაასრულა.
სიტყვები უძლურია, აზრებს თავს ვერ ვაბამ და გონებაში მხოლოდ ერთი უპასუხო, კითხვა მიტრიალებს: რატომ? რატომ უნდა დასრულებულიყო ეს ნიჭითა და სიცოცხლით სავსე სამყარო ასე ადრე... „ვწუხვარ“ — ზედმეტად ცარიელი სიტყვაა იმ უძირო ტკივილის გადმოსაცემად, რასაც ახლა განვიცდი. გონება უარს ამბობს ამ რეალობის მიღებაზე" - წერს გოგონას ახლობელი.
წაიკითხეთ ასევე: