დაარტყამს თუ არა უკრაინა აფხაზეთში რუსულ ბაზებს?  - "საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია"

დაარტყამს თუ არა უკრაინა აფხაზეთში რუსულ ბაზებს?  - "საუბარია საქართველოს ტერიტორიაზე, რაც დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია"

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) დავალებით, ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში გემით რუსული იარაღი და თავდასხმითი დრონები შეჰქონდათ, იგეგმებოდა ტერაქტი ოდესაში, - ამის შესახებ ინფორმაციასა და ვიდეოკადრებს უკრაინის უსაფრთხოების სამსახური (SBU) ავრცელებს. სპეცოპერაცია 29 მაისს ჩატარდა. დაკავებულია ოთხი პირი.

სამართალდამცავებმა ამოიღეს 1800 კოლოფი კონტრაბანდული სიგარეტი, იარაღი, საკომუნიკაციო აღჭურვილობა და რუსული საბრძოლო დრონები (БПЛА) საბრძოლო ქობინებით, რომლებიც კონტრაბანდული თამბაქოს ტვირთში იყო დამალული.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ოპერაციას SBU და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ. გამოძიების თანახმად, კონტრაბანდული სქემის ორგანიზატორი ოდესელი ბიზნესმენია, რომელიც დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო ბიზნესსაქმიანობას ეწევა. უკრაინული მხარის მტკიცებით, კავკასიაში კონტრაბანდული საქმიანობისთვის საჭირო "ნებართვების" სანაცვლოდ ის რუსეთის ეფ-ეს-ბესთან თანამშრომლობდა. გამოძიების ვერსიით, სწორედ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით დათანხმდა ის ოდესაში საბრძოლო დრონის შეტანას, რომლის გამოყენებითაც ტერორისტული თავდასხმა იგეგმებოდა.

უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ოდესელმა მეწარმემ სქემაში კიდევ სამი პირი და ოდესის ერთ-ერთი მესაზღვრე ჩართო. მესაზღვრეს უნდა უზრუნველეყო გემების შეუფერხებელი გადაადგილება ქალაქის სანაპიროსკენ. ამასთან, უკან დაბრუნებისას ჯგუფის წევრებს კონტრაბანდისტული ქსელის ხელმძღვანელის ძმა უნდა გაეყვანათ უკრაინიდან. სქემის ორგანიზატორს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. საქმეში მონაწილე დანარჩენ პირებს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა და ქონების კონფისკაცია ემუქრებათ.

ეს პირველი საჯარო შემთხვევაა, როდესაც ოკუპირებული აფხაზეთის პორტი უკრაინაში დაგეგმილ რუსულ სპეცოპერაციას უკავშირდება.

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიას იყენებს იმისთვის, რომ უკრაინაში შეღწევადობის ხარისხი გაზარდოს. დღეს რუსეთი უაღრესად რთულ მდგომარეობაშია. ბლოკირებულია საზღვაო მარშრუტები და ბევრ მიმართულებას უკრაინული დრონები აკონტროლებენ. ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რუსული დრონებიც საკმაოდ აქტიურები არიან, მაგრამ რუსეთის სანაპიროები - ტუაფსე და ნოვოროსიისკი, სადაც თავდაცვის ინფრასტრუქტურაა, მუდმივი დარტყმის ქვეშაა. ამიტომ რუსებმა ოჩამჩირის პორტში განათავსეს ანტიუკრაინული სამხედრო პოტენციალის გარკვეული სეგმენტი, მათ შორის სამხედრო-საზღვაო სადაზვერვო კომპონენტი...განაგრძეთ კითხვა